მსახიობ გიორგი მახარაძის დედასთან ერთად შესრულებულმა ცეკვამ ინტერნეტმომხმარებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. გიორგის დედა, თეო ჩივაძე მოცეკვავეა და პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა.
მას შემდეგ, რაც გიორგიმ სიმსივნე დაამარცხა, სერიალსაც დაუბრუნდა და აქტიური ცხოვრების წესსაც. ეს ზაფხული დედა-შვილმა ერთად გაატარა. მეტიც, გიორგი გასტროლებზეც თან ახლდა დედას. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი ადგილობრივ კურორტებზე ახლა უკვე პატარა ელენესთან ერთად განაგრძეს დასვენება.
როგორც ჩანს, გიორგი და თეო ერთმანეთის კომპანიაში კარგად გრძნობენ თავს და ზაფხულსაც ნაყოფიერად ატარებენ.
იხილეთ ფოტო და ვიდეო