ალბათ, იმის წარმოდგენაც გიჭირთ, თქვენი საყვარელი ადამიანი სხვასთან ჩახუტებული იხილოთ და წარმოიდგინეთ, რეგულარულად რომ ჰქონდეს სასიყვარულო სცენები ლამაზმანებთან, რა რეაქცია გექნებოდათ...
ამელია უორნერმა "ნაცრისფერის 50 ელფერის" ყურებაზე უარი განაცხადა. მისთვის არაკომფორტული იქნებოდა იმის ყურება, რაც ეკრანზე ხდება.
ჩანინგ ტატუმი და ჯენა დევან ტატუმი კი ერთმანეთის სექსუალურ სცენებს ერთად უყურებდნენ.
ჯადა პინკეტ-სმიტი აღფრთოვანებულია საკუთარი ქმრის სექსუალური სცენებით და ჟურნალისტებს ურჩევს, მათ განქორწინებაზე არ წერონ. ვარსკვლავების 20-წლიან ქორწინებას საფრთხე არ ემუქრება.
კილი შაიე სმიტის თქმით, მისი ქმარი - ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელი პირს ბროსნანი, რომელსაც უამრავ ლამაზმანთან აქვს სექსუალური სცენები, ცოლს ეკრანულ პარტნიორებთან "ლეგალურად ღალატობს".
ბენ აფლეკის ცოლი ქმრის სექსუალურ სცენებს არ უყურებდა. ის ერთხელ გამოჩნდა ფილმში შიშველი, მაგრამ წყვილის განქორწინების მიზეზი ეს არ ყოფილა. შინ მისულმა ბენმა ჯენიფერს უთხრა: "ერთ-ერთ სცენაში შხაპიდან შიშველი გამოვდივარ..." რაზეც ჯენის პასუხი ასეთი იყო: "მაგარია, იმედია, ფართო კუთხის ობიექტივით გიღებდნენ"...
სტივ მოიერი ანა პაკუინის სასიყვარულო სცენების დადგმაში მონაწილეობდა. მსახიობებმა ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნეს და მალევე დაქორწინდნენ. როცა ანას ინტიმურ ეპიზოდებში იღებენ, ქმარი რეჟისორსა და ანას პარტნიორს რჩევებს აძლევს, რომ სცენა მეტად პიკანტური გამოვიდეს.
ევან მაკგრეგორის ცოლი ეჭვიანობდა. განსაკუთრებით, კელი მაკდონალდსთან სასიყვარულო სცენებზე, მაგრამ სხვა ქალზე - მერი ელისაბედ უინსტედზე უნდა ეეჭვიანა, ვინც ქმარი წაართვა.
კიტ ურბანს ცოლის დაცვის სურვილი უჩნდება. "როცა "დიდი პატარა ტყუილი" ვნახე, ჩემი ცოლის დაცვა მომინდა. იქ ალექსანდრ სკარსგარდომი ჩემს ცოლს საშინელ დღეში აგდებდა".
მსახიობი ბლეიკ ლაივლი ქმრის, რაიან რეინოლდსის სასიყვარულო სცენების ყურებას წამებას ეძახის.