"უცებ გაჩერდა მანქანა და გადმოვიდა ალენ დელონი..." - რატომ გაერიდა ლიკა ქავჟარაძე ალენ დელონს, როცა მან მისი გაცნობა გადაწყვიტა
"უცებ გაჩერდა მანქანა და გადმოვიდა ალენ დელონი..." - რატომ გაერიდა ლიკა ქავჟარაძე ალენ დელონს, როცა მან მისი გაცნობა გადაწყვიტა
ქართული კინოს მშვენება ლიკა ქავჟარაძე პირველად ფილმში 12 წლის ასაკში გადაიღეს. "შადრევანი" - მოკლემეტრაჟიანი ფილმი იყო. სწორედ აქედან დაიწყო მისი კინოკარიერა. ლიკას 30-ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. საზოგადოებამ განსაკუთრებულად მის მიერ განსახიერებული მარიტა შეიყვარა, თენგიზ აბულაძის შედევრში - "ნატვრის ხე".

ლიკა ქავჟარაძემ დასამახსოვრებელი როლები შეასრულა ფილმებში: "პეპელა", "სათადარიგო ბორბალი",
"ოჯახი" და ა.შ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 1987 წელს, კანის კინოფესტივალის მიმოხილვაში ფრანგულმა პრესამ ორი ქართველი მსახიობი გამოარჩია: ლევან აბაშიძე - მარლონ ბრანდოს, ხოლო ლიკა ქავჟარაძე მონიკა ვიტის შეადარეს...


ლიკა ქავჟარაძის ფოტო. საქართველოს ეროვნული არქივი.

ბევრმა ადამიანმა არც იცის, რომ ლიკა ქავჟარაძის გაცნობის სურვილი, თავის დროზე, ალენ დელონმაც გამოთქვა, თუმცა ქართველი მსახიობისგან უარი მიიღო. როგორც ჰყვებიან, "ნატვრის ხის" ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, ფილმების რეტროსპექტივაზე, პარიზში წარდგენილი  ფილმის ჩვენებას ლიკა ქავჟარაძეც ესწრებოდა.
პარიზში ყოფნის პერიოდი მის დაბადების დღეს დაემთხვა, რომელიც ქართველ მსახიობს "ეიფელის კოშკის" რესტორანში აღუნიშნავს. საღამოს, რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ, როდესაც ის ქუჩას ფეხით მიუყვებოდა, მის წინ მანქანა გაჩერდა. ლიკა ქავჟარაძემ მანქანაში მჯდომი ალენ დელონი იცნო, რომელიც მანქანიდან გადმოვიდა მის გასაცნობად. ლიკას ძალიან შეეშინდა, დაიბნა და  ჩქარი ნაბიჯით განაგრძო გზა სასტუმროსკენ...

თავად მსახიობი ასე იხსენებდა ამ შეხვედრას:  განაგრძეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 5 /
ruska
სილამაზის ორი ეტალონი!!!
16:02 / 19-07-2018
გამოხმაურება / 0 /
gio
და ვინ მოყვა ეს ამბავი?
10:17 / 19-07-2018
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31