კვირას, გამთენიისას ბაჰამის კუნძულებზე ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი ფარულად დაინიშნენ. ცერემონიალს მხოლოდ ორი ადამიანი ესწრებოდა. შემდეგ წყვილმა მეგობრებთან ერთად რესტორანში გადაინაცვლა, სადაც იცეკვეს სალსა, ბევრი დალიეს და ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა აღნიშნეს.
ჯასტინი და ჰეილი ერთმანეთს 2015 წლიდან ხვდებიან და მათი გადაწყვეტილება ფანებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. სხვათა შორის, „ინსტაგრამის“ ფოტოებიდან და ვიდეოებიდან ისიც ჩანს, რომ წყვილი ხშირად ერთად ხვდებოდა გულშემატკივრებს და დროს მათთან ერთად ატარებდა.
ჰეილი მოდელი და ტელესახეა. ის მსახიობ სტეფან ბოლდუინის დაა.