7 ყველაზე მოდური ტრანსგენდერი, რომელთაგან შეგიძლიათ ბევრი რამ ისწავლოთ
7 ყველაზე მოდური ტრანსგენდერი, რომელთაგან შეგიძლიათ ბევრი რამ ისწავლოთ
ცნობილი გახდა, რომ პირველად „მის სამყაროს“ კონკურსში მონაწილეობას მიიღებს ტრანსგენდერი მოდელი, 26 წლის ანხელა პონსე.

გადავწყვიტეთ, გოგონას სტილი შეგვესწავლა. ასევე, გავიხსენეთ სხვა მოდური ვარსკვლავები, რომელთა შეხედვისას რთული წარმოსადგენია, რომ წარსულში ისინი მამაკაცები იყვნენ.

ანხელა პონსე

„მის ესპანეთი-2018“ ეროვნულ კონკურსში გამარჯვების წყალობით, წელს ანხელა „მის სამყაროს“ გვირგვინისთვის იბრძოლებს. უდავოა, რომ ესპანელი
ჟიურის წინაშე ეფექტურად წარდგება, რადგან ის შთამბეჭდავად გამოიყურება, როგორც საღამოს კაბაში, ისე დემოკრატიულ casual სტილში.

ვალენტინა სამპაიო

ვალენტინა პირველი ტრანსგენდერი გახლავთ, რომელიც Vogue-ის გარეკანზე მოხვდა.

ანდრეა პეჟიჩი

ანდრეა ტოპ-მოდელია. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ გოგონა საკმაოდ ეკლექტიკურ სამოსს ირჩევს. ის ხომ ყოველთვის არის ბოლო ტენდენციების კურსში.

ლია ტი

ანდრეა პეჟიჩის მსგავსად, ლიაც მოდელია. რა თქმა უნდა, გოგონა თავის კოლეგებს არ ჩამორჩება და სხვადასხვა ბრენდის სამოსში გამოწყობილი ხშირად ჩნდება.

ლანა ვაჩოვსკი

ლანა ჩვენს ჩამონათვალში ყველაზე არაორდინარული სტილის მატარებელია. რეჟისორი უპირატესობას ანიჭებს შავ ფერს, რასაც გოგონას მკვეთრი და უჩვეულო ვარცხნილობა აბალანსებს - შეუძლებელია ვაჩოვსკის ვარდისფერი დრედები შეუმჩნეველი დარჩეს.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი