"X ფაქტორი" ყოველ წელს ანებივრებს მაყურებელს ახალი სახეების აღმოჩენებითა და დაუვიწყარი შოუებით. რთულია საუკეთესოთა შორის საუკეთესოს გამორჩევა. ამ პროცესს თან ახლავს მღელვარება, ხშირ შემთხვევაში ცრემლი და გულის წყვეტაც კი, რადგან გამარჯვებული თითოეულ სეზონზე ერთია, ნიჭიერი და საინტერესო მომღერლები ყოველთვის ბევრად მეტნი არიან. მაყურებელმა არაერთი ვარსკვლავი გაიცნო და შეიყვარა ამ პროექტის დამსახურებით.
გთავაზობთ სიმპათიური „X-ფაქტორელების" ხუთეულს:
თორნიკე ყიფიანის მიერ შესრულებული სასიყვარულო სიმღერები ჰიტად იქცა. თორნიკეს მენტორი თამთა გოდუაძე იყო. ის პირველივე ლაივ-კონცერტზე გახდა ეს-ემ-ეს ლიდერი 2014 წლის "X ფაქტორში". ის კონკურსზე მეუღლის თხოვნით მივიდა და გოგონების გულთამპყრობლად იქცა.
გიორგი ჩიქოვანი - "X ფაქტორი 2016"-ის სცენაზე გამოჩენისთანავე იცნო სოფო ნიჟარაძემ. 2011 წელს „ნუცას სკოლის“ გამარჯვებული გახდა. მას შემდეგ „ახალი ხმის“ მონაწილეც იყო, შემდეგ „ორ ვარსკვლავში" და უკრაინულ „X ფაქტორში“ მონაწილეობდა.
მერაბ ამზოევი - "X ფაქტორის" ქასთინგზე ულამაზეს ცოლთან ერთად მოვიდა. როგორც აღმოჩნდა, სწორედ ცოლმა დაარწმუნა, კონკურსში მიეღო მონაწილეობა. მანამდე მხოლოდ კარაოკე ბარში მღეროდა და მისთვის მოულოდნელი იყო მაყურებლისა და ჟიურის მხრიდან ამხელა მოწონება. გარდა ვოკალური მონაცემებისა, მერაბმა აუდიტორია ვიზუალითაც მოხიბლა, სოფო ნიჟარაძის რეაქციამ მერაბის დანახვისას, მისი ცოლის ეჭვიანობაც კი გამოიწვია.
გიორგი ნაკაშიძე მაყურებელმა ეკრანზე გამოჩენისთანავე შეიყვარა. გიორგისა და ნინი ბრეგვაძის მეგობრულ ურთიერთობას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ნაკაშიძის თაყვანისმცემლები ეჭვის თვალით უყურებდნენ მათ.
ანრი გუჩმანიძე "X ფაქტორი 2018"-ის კონკურსანტია. მას შემდეგ, რაც "ორი სკამის" ტურში ბიჭების კატეგორიის დატოვება მოუწია, ანრი ჯოხაძის რჩეული გახდა. ბათუმელ მომღერალს თაყვანისმცემლების არმია ჰყავს.