“ჩახუტებას ბევრი კარგი რამის გაკეთება შეუძლია“ - პრინცესა დიანას სიყვარულის წესები
“ჩახუტებას ბევრი კარგი რამის გაკეთება შეუძლია“ - პრინცესა დიანას სიყვარულის წესები
21 წლის წინ ავტოავარიაში გარდაცვლილ დიანას ადამიანების გულების დედოფალსა და ხალხის პრინცესას უწოდებდნენ.

ლედი დი სიკეთესა და გულმოწყალებას ასხივებდა, თუმცა, ამასთან, მარტოობა, სიყვარულის ნაკლებობა და განცდა, რომ მისი არ ესმოდათ, სტანჯავდა. დიანამ სხვის დახმარებაში იპოვა საკუთარი დანიშნულება და ხალხს გულკეთილობით დაამახსოვრა თავი. გთავაზობთ პრინცესა დიანას გამონათქვამებს სიყვარულზე, სიკეთესა და მოწყალებაზე.

„თუ თქვენს ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელიც გიყვართ, მის გვერდით უნდა იყოთ და იზრუნოთ მასზე. თუ გაგიმართლათ და იპოვეთ ის ადამიანი, რომელსაც უყვარხართ, მთელი ძალით უნდა ეცადოთ მის დაცვას“.

„მე ვცხოვრობ გრძნობებით და არა გონებით, მაგრამ ეს გარკვეულ პრობლემებს მიქმნის“.

„ვიღაცას უბრალოდ უნდა, გამოხვიდე და აჩვენო, რომ გარშემო მყოფი ადამიანები შენთვის სულერთი არ არის".

„ამ სამყაროს დიდი დაავადება სჭირს - ადამიანები სიყვარულის დიდი ნაკლებობისგან იტანჯებიან. ვიცი, რომ ეს სიყვარული შემიძლია მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, მხოლოდ ერთი დღით ან ერთი თვით გავცე, მაგრამ შემიძლია გავცე სულ ცოტა მაინც. და მე ამის გაკეთება მსურს“.

„ყოველთვის ვისწრაფვოდი, მხოლოდ კარგი მეკეთებინა. არავის არასდროს ვტკენდი გულს, არასოდეს ვაძლევდი გარშემო მყოფებს ვინმესთვის ტკივილის მიყენების უფლებას“.

„საკუთარ თავში აღმოვაჩინე, რომ შემიძლია სწრაფად გამოვნახო საერთო ენა ადამიანებთან, რომლებიც საზოგადოებამ გარიყა - ნარკომანებთან, ალკოჰოლზე დამოკიდებულებთან, სხვა ამა თუ იმ მიზეზით გარიყულებთან. იმ გულწრფელობას ყოველთვის ვაფასებდი, რომლითაც ეს ადამიანები იხსნებოდნენ ჩემთან. როცა ადამიანი სიკვდილის ზღვარზეა, ის უფრო მეტად გახსნილი, დაუცველი და ნამდვილია, ვიდრე სხვები“.

„მინდა ვიმოქმედო და არა უბრალოდ ვიარსებო“.

„ვისურვებდი, რომ თქვენი გულების დედოფალი ვყოფილიყავი, მაგრამ საკუთარი თავი ამ ქვეყნის დედოფლად ვერ წარმომიდგენია“.

„მინდა, რომ მონარქიას მეტი ურთიერთობა ჰქონდეს ხალხთან და მხედველობაში არ მაქვს მათთან ერთად ველოსიპედით სეირნობა. მე ღრმა ურთიერთგაგებაზე ვსაუბრობ“.

„ჩახუტებას ბევრი კარგი რამის გაკეთება შეუძლია - განსაკუთრებით, ბავშვებისთვის“.

„მე ჩემი ქმარი მიყვარდა და მასთან ერთად ყველაფრის გაზიარება მსურდა. ვფიქრობდი, რომ მე და ის ერთი გუნდი ვიყავით“.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი