"იქს ფაქტორის" ლამაზმანები - ყველაზე მომხიბვლელი მონაწილეების რეიტინგი
"იქს ფაქტორის" ლამაზმანები - ყველაზე მომხიბვლელი მონაწილეების რეიტინგი
გქონდეს "იქს ფაქტორი", ამისთვის საკმარისი არაა მხოლოდ ვოკალური მონაცემები. ეს თავისთავად განსაკუთრებულ ქარიზმასთანაა დაკავშირებული. მეგა-შოუ საქართველოში 2014 წლიდან ყოველ წელს ტარდება. პროექტი გვანებივრებს ახალი აღმოჩენებითა და შთამბეჭდავი სანახაობებით. გთავაზობთ "იქს ფაქტორის" სხვადასხვა სეზონის ყველაზე მომხიბვლელ და შარმიან კონკურსანტებს.

თიკო მოსემღვდლიშვილი "იქს ფაქტორის" სცენაზე მეორე სეზონზე გამოჩნდა. ის მანამდე, 2012 წელს,
"საქართველოს ვარსკვლავშიც" მონაწილეობდა. თიკო "იქს ფაქტორში" სოფო ნიჟარაძის კატეგორიაში მღეროდა.


ცირა კობიაშვილი 2016 წელს გიორგი გაბუნიას კატეგორიაში მღეროდა. საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა ცირასა და სოფო ნიჟარაძის კონფლიქტს. ჟიურისა და კონკურსანტს შორის დაძაბულობას საზოგადოების აზრის ორად გაყოფა მოჰყვა - ცირას გულშემატკივრები ამბობდნენ, რომ სოფოს შურს ცირასი, სხვები კი ამტკიცებდნენ, რომ კობიაშვილი თავისი სილამაზის გამო ნარცისიზმითაა შეპყრობილი.


სოფო საჟინიანი 2017 წელს "იქს ფაქტორში" მეორედ გამოჩნდა. 2015 წელს, როცა ის პირველად მონაწილეობდა კონკურსში, თავისი მენტორის, სოფო ნიჟარაძის გადაწყვეტილებით, "ოთხი სკამის ტურში" პროექტს გამოეთიშა. 2017 წელს მისი მენტორი ლელა წურწუმია იყო.


მარიამ შენგელია წლევანდელ "იქს ფაქტორში" ბავშვების კატეგორიაში მღერის. მარიამი ძალიან ემოციურია და ხშირად ცრემლებით ემშვიდობება კონკურენტებს, რომლებთანაც უფრო მეგობრული დამოკიდებულება აქვს. "იქს ფაქტორი 2018"-ის ლამაზმანის მენტორი ნანიკო ხაზარაძეა.


არ დაგავიწყდეთ უყუროთ "იქს ფაქტორს" დღეს, 22:00 სთ-ზე, "იმედის" ეთერში.



მერიემ კაკაურიძე




FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31