მედიაში ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინების საქმეზე ოფიციალური დოკუმენტი გამოჩნდა.
ჰოლივუდური წყვილი შვილებზე მეორვეობის შესახებ შეთანხმებას ვერ აღწევს. საინტერესოა, რომ ლოს-ანჯელესის სასამართლო მამის მხარესაა: ახლა ანჯელინა ჯოლის უფლება აღარ აქვს, შვილებს მამასთან შეხვედრა აუკრძალოს.
სამეურვეო ორგანოები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბრედ პიტმა შვილების აღზრდაში მონაწილეობა უნდა მიიღოს. მსახიობს შეუძლია დღეში 4 საათი შვილებთან ერთად გაატაროს, მაგრამ აუცილებლად ფსიქოლოგის თანდასწრებით. წყვილის უფროსი შვილისთვის, 16 წლის მედოკსისთვის კი პირობები სხვაგვარია: ბიჭს უფლება აქვს, თავად გადაწყვიტოს, რომელ მშობელთან რამდენ დროს გაატარებს.
ამასთან, ჯოლის დაეკისრა ვალდებულება, რომ ყოფილ ქმარს თითოეული შვილის ნომერი მისცეს, რათა მათთან დაკავშირება ნებისმიერ დროს შეძლოს.
შეთანხმებაში წერია, რომ წესის დარღვევის შემთხვევაში ჯოლის სასჯელი ელის - მას შვილებზე მეურვეობა ჩამოერთმევა და ამ შემთხვევაში ბავშვები მამასთან გადავლენ საცხოვრებლად.
ანა აგირბა