საიდუმლო არ არის, რომ მეგან მარკლის ოფიციალური პირადი სტილისტი მისი ახლო მეგობარი ჯესიკა მარლუნია.
სწორედ ჯესიკა ურჩევდა მეგანს სამოსს წითელი ხალიჩისთვის, როცა მსახიობი გახლდათ, ახლა კი ცდილობს, სასახლის ყველა წესი გაითვალისწინოს ჰერცოგინიას საჯარო გამოსვლების დროს. ნუთუ ჯესიკამ ცუდად შეისწავლა ეტიკეტის წესები და სწორედ მის გამო არღვევს მეგანი პროტოკოლს გამუდმებით? არა! მარლუნი ამაში დამნაშავე არ არის. მოდური „ცოდვები“ სწორედ პრინც ჰარის დამსახურებაა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მეგან მარკლის სამოსის შერჩევისას ბოლო სიტყვა ყოველთვის პრინც ჰარის ეკუთვნის. როგორც ამბობენ, სწორედ მან გაუწია ორგანიზება მეუღლის შეხვედრას ტოპ-დიზაინერებთან, რომლებიც კენსინგტონის სასახლეს ეწვივნენ.
შეყვარებული ქმარი მოდის თემითაა გატაცებული და მეგანს ხშირად აძლევს სხვადასხვა რჩევას - “ეს თავსაბურავი მოუხერხებელია, თუმცა კრემისფერი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ლამაზად გამოიყურება“.
პრინცს ბუკინგემის რეგლამენტი არ აინტერესებს, ის უბრალოდ ზრუნავს იმაზე, რომ მისი ცოლი კარგად გამოიყურებოდეს.
„მეგანი ჰარის აზრს ყოველთვის ეკითხება. ის ნამდვილად ითვალისწინებს პრინცის რჩევებს და იზიარებს მის შეხედულებებს. სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ჰარი მეგანის საიდუმლო სტილისტია“ - განმარტავს წყარო ერთ-ერთ გამომცემლობასთან.
როგორც ნებისმიერი ერთგული სტილისტი, ჰარი გატაცებულია პროცედურით. ამჟამად Stella McCartney-ის ჯგუფი სასექსის ჰერცოგინიასთვის ერთდროულად რამდენიმე ექსკლუზიურ სამოსზე მუშაობს. ჰარი კი დაზაინის განხილვის არც ერთ შეხვედრას არ ტოვებს და საკუთარ აზრს ყოველთვის გამოთქვამს ქსოვილის, სტილისა და აქსესუარების შესახებ. ის ყოველმხრივ შესანიშნავი პრინცია.
ანა აგირბა