ბოლო პერიოდში ბევრმა ვარსკვლავმა შეიცვალა იმიჯი. ჩემთვის გაუგებარია, რა გახდა ჰოლივუდში თმის ფერისა და ვარცხნილობის მასობრივი ცვლილების მიზეზი, მაგრამ ფაქტია, მათ ყველა ფერი და სტილი უხდებათ.
ვიქტორია შაბათს სანტა მონიკას ქუჩაში სომრეთი დააფიქსირეს. მიუხედავად იმისა, რომ ის არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა მაღალ ქუსლებზე, ვიქტორიას ღიმილი ქუჩაში ვერავინ დაიმსახურა. გახსოვთ, ალბათ, მისი პირქუში განწყობა სამეფო ქორწილში. ჟურნალისტებისა და პაპარაცებისთვის გაუგებარია დევიდ ბექჰემის მეუღლის ასეთი მძიმე ხასიათის მიზეზი, თუმცა ჰოლივუდში ჭორებიც დადის, თითქოს წყვილი განქორწინებას აპირებს.
ამ თემაზე სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ და ვიქტორიასაც მოუკრავს თვალი მისი ოჯახური მდგომარეობის განხილვისთვის, რის შემდეგაც მან მეუღლეს ხუმრობით ჰკითხა, მშორდებიო? ამის შესახებ მისი დიზაინერი ჰყვება.
თურმე წყვილს აოცებს ხალხის ასეთი გატაცება მათი ურთიერთობებით და აკვირვებს, როგორ სჯერათ ამ ჭორების.
წყარო daily mail