პრინცი ჰარი რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ტიპური წევრი არ არის, მისი ქორწინების შემდეგ აღარავის უკვირს, ვინაიდან ამ ნაბიჯის გადასადგმელად მას სამეფოს პროტოკოლის მრავალი ასპექტის გადალახვა მოუხდა.
თუმცა, როგორც ჩანს, ჰარი იქამდეც ხშირად ამახსოვრებდა საზოგადოებას თავს პრინცისთვის შეუფერებელი საქციელებით და "ცუდი ბიჭის" სტატუსიც არაერთხელ მოირგო.
1. ლას-ვეგასში ჰარი შიშველი დააფიქსირეს
2012 წელს შიშველი პრინცი ჰარი ლას-ვეგასის ერთ-ერთ სასტუმროში დააფიქსირეს და მისი ფოტოები ამერიკულ გამოცემაში - TMZ.com მოხვდა. ფოტოზე ასახული იყო, როგორ თამაშობდა ბილიარდს შიშველი პრინცი ექვს ქალბატონთან ერთად.
2 სკოლაში პრივილეგიებით სარგებლობდა
ჰარი Eton-ის სკოლაში სწავლობდა და გახმაურებული ცნობით, მას ერთ-ერთ გამოცდაზე მასწავლებელი დაეხმარა და თავად დაუწერა ტესტი ხელოვნებაში, რამაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა. გაგრძელება