გასულ თვეში მეგან მარკლი პრინც ჰარის ცოლი გახდა, ჰერცოგინიის წოდება მიიღო და მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში მოექცა. თითქოს ცოტა ჩაწყნარდა მითქმა-მოთქმა, მეგანის ყოფილ მეუღლესთან დაკავშირებით, თუმცა ახლახან მედიაში კიდევ ერთი ამბავი გახმაურდა.
მოკლედ, მეგანის ყოფილი ქმარი, კინოპროდიუსერი ტრევორ ენგელსონი, ქორწილისთვის ემზადება. მამაკაცმა ტრეისი კურლანდს სთხოვა ცოლობა, პასუხად კი გოგონამ თანხმობა განუცხადა.
41 წლის კინოპროდიუსერმა საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს: „ვიცი, მე იღბლიანი მამაკაცი ვარ“. სწორედ ამ პოსტის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ მან ხელის თხოვნაზე დადებითი პასუხი მიიღო. მეგანის ყოფილ მეუღლეს ურთიერთობა ძირითადად მოდელ გოგონებთან ჰქონდა, თუმცა ტრეისი ამ შემთხვევაში გამონაკლისია.
შეგახსენებთ, რომ მეგანისა და ტრევორის რომანი 2004 წელს დაიწყო და ურთიერთობა 2011 წელს გააოფიციალურეს. ისინი ცოლ-ქმრის ამპლუაში 2 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ტრევორ ენგელსონსა და მის საცოლეს, ტრეისი კურლანდს, სასიყვარულო ურთიერთობა წინა წლის შემოდგომიდან აქვთ.
კულუარებში საუბრობენ იმაზეც, რომ ენგელსონმა შეგნებულად დაამთხვია ხელის თხოვნა ამ პერიოდს, რადგან სამეფო ქორწილის შემდეგ არც ისე დიდი დრო არ გასულა.