ჩელსი დეივი პრინც ჰარის ექსგერლფრენდია, რომელთანაც ჰარის საკმაოდ სერიოზული ურთიერთობა აკავშირებდა.
ალბათ, ყველას გაინტერესებთ, თუ როგორი სახე ჰქონდა პრინც ჰარის ყოფილ გოგონას, რომელიც სამეფო ქორწილს ესწრებოდა.
თავდაპირველად ჩელსი დეივი ძალიან კარგ ხასიათზე იყო და აღელვებულიც არ ჩანდა, თუმცა ცერემონიის დაწყებამ ყველაფერი შეცვალა.
ამ ფოტოზე ნათლად ჩანს, რომ ჩელსი ექსბოიფრენდის საბოლოოდ დაკარგვას განიცდის. ეს გასაკვირი არცაა, რადგან დიდი ალბათობით, მის ადგილას სხვაც ამ მდგომარეობაში იქნებოდა.
მეორე მხრივ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს სამეფო ქორწილით აღფრთოვანებული ადამიანის ემოციაა, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ მართლაც ასე იყოს.
საინტერესოა, რას ფიქრობს ამ კადრებზე გოგონას პარტნიორი, ჩარლზ გუდი.
აღსანიშნავია, რომ ჩელსი დეივი პრინც ჰარის პირველი შეყვარებული გახლდათ. მათ ერთმანეთი სკოლის პერიოდში გაიცნეს. ჰარიმ გოგონა რამდენჯერმე სამეფო შეხვედრებზეც კი წაიყვანა.
პრინცი უპირატესობას ქერა ქალებს ანიჭებდა, რადგან მისი ექსგერლფრენდების სიაში მოწინავე პოზიციას სწორედ ქერა ქალები იკავებდნენ. ამ პრინციპით, მეგან მარკლი იშვიათი გამონაკლისია.