დიახ, მათ ახლა თაფლობის თვე უნდა ჰქონდეთ, მაგრამ სიტუაცია სხვაგვარად შემობრუნდა.
მეგან მარკლს დათმობაზე წასვლა მოუწია, რაც იმას ნიშნავს, რომ წყვილმა თაფლობის თვე მნიშვნელოვანი ღონისძიების გამო გადადო.
სამეფო ქორწილიდან სულ რამდენიმე დღე გავიდა, ჩვენ კი მოუთმენლად ველოდით ჰარისა და მეგანის ახალ ამპლუაში ხილვას.
ბუკინგემის სასახლის ბაღში სამეფო წვეულება გაიმართა, ჰარის მამის, პრინც ჩარლზის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ღონისძიება პრინც ჩარლზის საქველმოქმედო საქმიანობასაც ეხებოდა.
ახალშეუღლებულები ქორწინების ღამის შემდეგ პირველად გამოჩნდნენ საზოგადოებაში.
მეგანი საზოგადოების წინაშე ღია ვარდისფერი, ნაზი კაბით და იმავე ტონალობის, საინტერესო ფორმის შლაპით წარდგა, რომელიც ფილიპ ტრეისის მიერაა შექმნილი.
მის ჩაცმულობას კიდევ უფრო მეტი დახვეწილი შტრიხი შეემატა, რაც ისედაც მოსალოდნელი იყო.
დამსწრე საზოგადოებას არ გამორჩენია ის ფაქტი, რომ წყვილი საკმაოდ თავშეკავებულად იქცეოდა. მათ ერთმანეთისთვის აღარ უკოცნიათ.
პრინც ჩარლზის სიტყვით გამოსვლის შემდგომ მამის საქმიანობაზე პრინცმა ჰარიმაც ისაუბრა. ღონისძიებას უამრავი ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის, რა თქმა უნდა, სამეფო ოჯახის წევრებიც იყვნენ.
ფოტოებიდან გამომდინარე, კარგად ჩანს ის, რომ მეგანი უკვე სამეფო ოჯახის განუყრელი ნაწილია. ადვილად შენიშნავდით, რომ იგი გაცილებით თავდაჯერებული ჩანს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მეგანის მამა ქორწილში არ გამოცხადდა. მან მიზეზად თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
მეგანი და ჰარი ამ ეტაპზე ინგლისში დარჩებიან, რათა სამეფო მოვალეობები შეასრულონ.