კონკიიდან ჰერცოგინიამდე - გზა, რომელზეც ყველა პატარა გოგონა ოცნებობს. მეგან მარკლის ისტორია ამტკიცებს, რომ ბავშვობის ოცნებები არ უნდა დაივიწყოთ, მაშინაც კი, თუ უკვე ცნობილი მსახიობი ხართ.
კეთილი გული, სილამაზე, ქარიზმა და მტკიცე სურვილი მშვენიერი პრინცის გულის მოგებაში დაგეხმარებათ.
19 მაისს მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ქორწილი შედგა.
დახურულ მიღებას 600 რჩეული სტუმარი ესწრებოდა. საინტერესოა, როგორ უმასპინძლდებიან სტუმრებს სამეფო ქორწილში?
სამეფო ქორწილის მენიუ
სტუმრების მიღება უინძორის სასახლეში შედგა. საქორწილო სუფრას 25 საუკეთესო მზარეული ამზადებდა, მარკ ფლანაგანის ხელმძღვანელობით, რომელიც სამეფო ოჯახის მთავარი მზარეულია.
მეგანი და ჰარი აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ მენიუს შედგენაში. შესაბამისად, ყველაფერი დეტალურად იყო გათვლილი.
სტუმრებს შესთავაზეს არა ჩვეულებრივი კანაპე, არამედ შოტლანდიური ლანგუსტები ციტრუსითა და თხევადი ყველით, შებოლილი ორაგულის დახვეული ნაჭრები, გრილზე მომზადებული სატაცური ლორით, პანაკოტა ბარდით, ვერბენის დანამატითა და მწყრის კვერცხით.
სტუმრებმა ასევე ისიამოვნეს პომიდვრისა და ბაზილიკის ტარტარით, ბალზამიკოს სოუსით, ქათმის ხორცით იოგურტის სოუსით, სატაცურით მშრალი პომიდვრითა და მოცარელათი.
ძირითად მენიუში შედიოდა ფრიკასე ქათმის ხორცით, მწვანე ხახვითა და სოკოთი, ღორის ფილე ვაშლით, რიზოტო ბარდითა და პიტნით ყველის ჩიფსთან და ტრიუფელის კარაქთან ერთად.
სამეფო ქორწილში დესერტად გაიტანეს ფისტების მაკარუნები, "ტარტალეტკები" რევანდით და ფორთოხლის კრემ-ბრულე.
რაც შეეხება ტორტს, ის მოამზადა ცნობილმა კონდიტერმა კლერ პტეკმა. ტორტის შიგთავსი გახლდათ ლიმონის კრემი, შაქრის პუდრისა და კარაქის დანამატით.
სასმელი იყო შამპანური. დიახ, ამ პოპულარულ სასმელს სამეფო ქორწილზეც ირჩევენ.