31 წლის ქეთა თოფურიასა და 38 წლის რეპერ გუფის (ალექსეი დოლმატოვის) რომანზე ხმები 2017 წლის იანვარში გაჩნდა, როცა წყვილი ტაილანდში შენიშნეს ერთად.
მაშინ მათ ყველაფერი უარყვეს, თუმცა მალევე ქეთა ქმარს - ლევ გეიხმანს გაშორდა და მის თაყვანისმცემლებს გაუძლიერდათ ეჭვები, რომ მართლაც რაღაც ხდებოდა.
მოგვიანებით დროდადრო ჩნდებოდა მათი ერთობლივი ფოტოები სოციალურ ქსელში, თუმცა წყვილი მაინც დუმდა. ცოტა ხნის წინ კი ჯერ ვიდეო გამოჩნდა "ინსტაგრამზე", სადაც ჩანს, რომ გუფი სიყვარულს უხსნის ქეთას, ამჯერად კი "იუთუბ-არხზე" დაიდო რეპერის ინტერვიუ, სადაც მან პირად ცხოვრებაზე ისაუბრა:
იხილეთ ვიდეო