მომღერალი ქეთა თოფურია მორიგ სკანდალში გაეხვა. მას სოციალურ ქსელში დასცინიან, როგორც საქართველოში, ასევე დიდ რუსეთში.
ამის მიზეზი ქეთას მიერ შექმნილი სამოსი და პოსტი გახლავთ. როგორც იცით, ქეთა თოფურია სიმღერის პარალელურად დიზაინერობითაც არის დაკავებული და მოდის კვირეულშიც მონაწილეობს. მისი ბრენდი რუსეთში წარმატებულია. თოფურიამ "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ დემნა გვასალიამ მას იდეა მოპარა.
სწორედ ამ პოსტს მოჰყვა დიდი გამოხმაურება. როგორც აღმოჩნდა, ის, რაც თოფურიამ 2018 წელს შექმნა და ჰგონია, რომ დემნა გვასალიამ მოპარა, თურმე ცნობილ ქართველ დიზაინერს 2017 წელს შეუქმნია. გაგრძელება