ამერიკელი პოპ/როკ-მომღერალი და კომპოზიტორი ლაურა პარგოლიზი დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს.
მის მიერ შექმნილ სიმღერებს ისეთი ვარსკვლავები ასრულებენ, როგორებიც რიანა და ქრისტინა აგილერაა.
პირადად მე იგი გავიცანი სინგლით: „Lost On You”. თუმცა, მისი სხვა სიმღერებიც არანაკლებ მომწონს.
წარმატებული მომღერლის იმიჯი საზოგადოებამ მალევე შენიშნა და ვფიქრობ, ნაწილობრივ ამანაც განაპირობა მისი პოპულარობა.
ხუჭუჭა თმა, მამაკაცური გარეგნობა, ბუნებრიობა, თავისებური მანერები, ცოტაოდენი სიუხეშე და დამატყვევებელი ხმის ტემბრი, ეს ხომ ძალიან უცნაური და საინტერესოა. ლაურა ცნობილი ოპერის მომღერლის შვილი გახლავთ.
1996 წელს უოლტ უაიტმენის უმაღლესი სკოლა დაამთავრა. იგი ამჟამად 36 წლისაა.
მისი რჩეული მომღერალი რუთ ვეირდია. LP-ს არასდროს დაუმალავს ის ფაქტი, რომ ქალები მოსწონს.
რუთი, შეიძლება ითქვას, რომ მისი მუზაა, რადგან მას ლაურას კლიპებში ხშირად მოჰკრავთ თვალს.
ერთ-ერთი ვარსკვლავია, რომელიც „ინსტაგრამგვერდზე“ მაქსიმალური აქტიურობით გამოირჩევა.
თავიდან ძალიან გაუჭირდა აღიარების მოპოვება, მიუხედავად იმისა, რომ მისი სადებიუტო ალბომი ცუდი სულაც არ იყო.
“Beautiful People” - ამ სიმღერამ ლაურას დიდი წარმატება მოუტანა, ისევე, როგორც მის შემსრულებელს, ქრისტინა აგილერას. მოგვიანებით სიმღერა ფილმის საუნდტრეკადაც მოგვევლინა.
მომღერალს საკმაოდ მრავალფეროვანი ცხოვრება აქვს და გამუდმებით ცდილობს, რომ შემოქმედებითი რიტმიდან არ ამოვარდეს. მისი ფანების რიცხვი თანდათან უფრო და უფრო იზრდება და ერთ დროს ჩრდილში მყოფი LP ახლა მედიის დაუცხრომელი ინტერესის ობიექტია.