თამთა გოდუაძის ჩაცმის ორიგინალური სტილი შეუძლებელია ვინმეს შეუმჩნეველი დარჩეს. ის ყოველ ორშაბათს განსხვავებული, კრეატიული ლუქებით გვევლინება და არაერთხელ გამხდარა მიბაძვის მაგალითი. „იქს ფაქტორის“ 2014 წლის სეზონზე სწორედ თამთამ შემოიტანა აფრიკული ნაწნავების ტრენდი საქართველოში.
თამთა განაგრძობს ახალი ტრენდების შემოტანას და მისი თაყვანისმცემლებიც არ აყოვნებენ - მან უკვე არაერთი "X ფაქტორის" მაყურებელი შთააგონა. მომღერლის იმიჯით მოხიბლული ქართველი გოგონები ირგებენ თამთასნაირ ლუქებს, იმეორებენ მის ვარცხნილობას და იღებენ მსგავს ფოტოებს.