როგორ გამოიყურება ილონ მასკის დედა: ქალბატონი უკვე 70 წლისაა, მაგრამ ბევრ ახალგაზრდას ჯობია
როგორ გამოიყურება ილონ მასკის დედა: ქალბატონი უკვე 70 წლისაა, მაგრამ ბევრ ახალგაზრდას ჯობია
გენიოსის აღზრდას განსაკუთრებული შრომა სჭირდება. როგორი წარმოგიდგენიათ გენიოსის დედა? შრომისგან დაბერებული, მკაცრი მასწავლებელი თუ წარმატებული და ლამაზი მოდელი?

ილონ მასკი - ექსცენტრიკული ფიგურაა. მილიარდერი სიამოვნებით საუბრობს როგორც მარსის კოლონიზაციაზე, ასევე პირად დრამებსა და ბავშვურ წყენაზე. Tesla-ს შემქმნელს რთული ურთიერთობა აქვს მამასთან და მეგობრული - დედასთან. მეი მასკი მისი ცხოვრების მთავარი
ქალია.


მეი მასკი კანადაში დაიბადა, ცოტა ხანში კი მისი ოჯახი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გადავიდა საცხოვრებლად.
1969 წელს მეი მის "სამხრეთი აფრიკა" გახდა და სამოდელო ბიზნესში აქტიურად ჩაება. 20 წლის შემდეგ კანადაში უკვე სამ შვილთან: ილონთან, კიმბელისთან და ტოსკასთან ერთად დაბრუნდა და კვლავ მონაწილეობდა რეკლამებში. ქმარზე, რომელთანაც ქორწინების მე-16 წელს განქორწინდა, საუბარი არ უყვარს.

განქორწინების შემდეგ დედა ხუთ ადგილზე მუშაობდა, რათა სამი შვილისთვის არაფერი მოეკლო. პარალელურად კი, სწავლობდა. მაგისტრი და დიეტოლოგი გახდა. მუდამ მონაწილეობდა ფოტოსესიებში. 90-იან წლებში ილონმა ძმასთან ერთად კომპანია Zip2-ი დააარსა და დედამ წვალებით ნაშოვნი 10 ათასი დოლარით დააფინანსა.


წლების შემდეგ ერთ-ერთმა კომპანიამ მასკების კორპორაცია 300 მლნ დოლარად შეისყიდა, დაბანდებულ 10 ათასს კი მეიმ "ცხოვრების საუკეთესო ინვესტიცია" უწოდა.

დაკავებულობის მიუხედავად, მეი მუდამ ეხმარებოდა შვილებს განვითარებაში. წარმატებას მხოლოდ ილონმა არ მიაღწია. კიმბელი რესტორნების ქსელის მფლობელია, ტოსკა - რეჟისორი და ტელეპროდიუსერი.

მეი მასკის ფოტოებს დღესაც ბეჭდავენ მოდური ჟურნალების ყდებზე. ის დღესაც ასწავლის ახალგაზრდებს. საკუთარი გვერდი აქვს "ინსტაგრამზე".
აპრილში მეი 70 წლის გახდა. ასაკს არ მალავს. "ვაკეთებ იმას, რაც მსურს და არა იმას, რაც ვალდებულებაა... ეს საუკეთესო პერიოდია ჩემს ცხოვრებაში".

რუსუდან გელაშვილი

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ანა
ვერძი ქალები ყოჩაღები არიან
15:10 / 19-05-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
მომწონთ თუ არა საიტის განახლებული დიზაინი
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31