ჯენიფერ ლოპესის ცხოვრების უცნობი დეტალები (+ ფოტო)
ჯენიფერ ლოპესის ცხოვრების უცნობი დეტალები (+ ფოტო)
ჯენიფერ ლოპესი მინეაპოლისში იმყოფებოდა, სადაც თავისი ახალი სინგლი “US” შეასრულა.
ფაქტია, რომ ჯეი ლო და ალექს როდრიგესი ისევ ერთად არიან. მან თავის ბოიფრენდს გამოსვლის დროს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ პატარავ, ეს სიმღერა შენთვისაა. მიყვარხარ“.

ჯენიფერმა ალექსს ამ სიტყვებით მათი ერთად ყოფნის წლისთავი მიულოცა.
რაც შეეხება ქორწინებას, ვარსკვლავმა ამაზე საკმაოდ მკაფიოდ გვიპასუხა: „ალექსი ახალგაზრდაა, ჯანმრთელია, ვუგებთ ერთმანეთს, მაგრამ ახლა არ ვარ მზად ქორწინებისთვის. უბრალოდ, ამ ეტაპზე მხოლოდ ის მინდა, რომ ვინმეს ვუყვარდე და მიყვარდეს“.


ჯეი ლოს სულ 5 წუთითაც რომ გაესაუბროთ,
თქვენთვის ნათელი იქნება, რომ საოცრად უყვარს შვილები, აქვს საუკეთესო ცხოვრება და აკეთებს საყვარელ საქმეს. იმის მიუხედავად, რომ ასეთი დაკავებულია, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სახლში საკუთარი ხელით მომზადებულ სადილს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ შემდგარია, როგორც მომღერალი, მსახიობი და პროდიუსერი. ბოლო ფილმმა 52 მლნ დოლარის მოგება მოუტანა. თუმცა, ეს ყველაფერი არაა, რადგან ჯენიფერი საკუთარი სატელევიზიო შოუებიდანაც მშვენივრად გამოიმუშავებს ფულს.


„მე მომწონს ჩემი ცხოვრება. ის სასიამოვნო ამბებითა და თავგადასავლებითაა სავსე. ამის მიუხედავად, ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრება ნორმალურია, რადგან დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება მომიწიოს გამგზავრება. სახლიდან ადრე გადიხარ და ყველაზე უკეთეს შემთხვევაში შუაღამისას შემოდიხარ“. - აცხადებს ჯეი ლო.

მისი სიმშვიდის საიდუმლო საკმაოდ მარტივი გახლავთ. მთელი დღის მანძილზე ცდილობს, რომ გონება დადებითისკენ მიმართოს. ჯენიფერ ლოპესი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს მანტრებს. ამბობს, რომ სწორედ მანტრების გამეორება განაწყობს პოზიტიურად.


როდესაც გრძნობს, რომ პოზიტივი მოზღვავებულია, მაშინ თავს უფლებას აძლევს, იფიქროს ისეთ ყოველდღიურ რაღაცებზე, როგორიცაა, რა მიირთვას სადილად და რა დრო დაუთმოს ამ პროცედურას.

რაც შეეხება მის რჩეულს, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, ალექს როდრიგესი ამბობს, რომ ის და ჯეი ლო ტყუპებივით ჰგვანან და ერთმანეთის ძალიან კარგად ესმით. მათ ინტერესები აერთიანებთ. მაგალითად, ორივეს უყვარს ისეთი თამაშები, როგორიცაა ბეისბოლი.

ეს გასაოცარი ქალბატონი მუდმივად ფორმაშია. როგორც ჩანს, მისთვის ერთგვარი სტიმულია ის, რომ მისი ბოიფრენდი ფიტნესითაცაა დაკავებული.
„მე ახლა უკეთ ვიცი, ვინ ვარ და რა მსურს, ვიდრე წლების წინ. უკვე კარგად ვიცნობ ჩემს ძლიერ და სუსტ მხარეებს. მოხარული ვარ, რომ ეს ასეა“.
- ამბობს ჯეი ლო.

ნათია ხუნაშვილი



კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ვარსკვლავებს ფრენა შეუძლიათ? ყველაზე უხერხული და სასაცილო მომენტები (+ფოტო)
12:10 / 23-04-2018
მოულოდნელი საფრთხისგან დაცული არავინ არის. როცა ცნობილი ადამიანები უხერხულ მომენტებში ვარდებიან, მათ ფოტოებს მთელი მსოფლიო უცებ აიტაცებს ხოლმე.
ქართული შოუ-ბიზნესის ყოფილი ვარსკვლავები, რომლებიც ყველამ დაივიწყა
13:54 / 22-04-2018
გასული საუკუნის 90-იან წლებში ქართულ შოუბიზნესში „აყვავების ხანა“ დაიწყო. ამ ეპოქაში ბევრმა ქართველმა მიაღწია დიდ წარმატებას და თავი შეაყვარა მაყურებელს/მსმენელს, თუმცა ზოგი მათგანი, რატომღაც უკვე დიდი ხანია, აუდიტორიის ყურადღების მიღმა აღმოჩნდა.
რას ეძახის თემურ უგულავა ყველაზე უმცროს შვილს, რომელსაც ტოკიო დაარქვეს?
15:11 / 19-04-2018
უკვე კარგა ხანია, რაც ახალგაზრდა მოდელმა ნინი ნებიერიძემ ცხოვრება ბიზნესმენ თემურ უგულავას დაუკავშირა.
ვინ არის ყველაზე ლამაზი სამეფო ოჯახში? გამოიცნობ?
11:53 / 19-04-2018
ძველი ბერძნული ფორმულის - "ოქროს კვეთის" თანახმად, რომელიც სახის ნაწილების პროპორციებს აფასებს, სამეფო ოჯახის ყველაზე ლამაზ წევრად პრინცი ჰარი დასახელდა.
ქართველი სელებრითების პიკანტური ფოტოები, რომლებსაც მხოლოდ მათ “ინსტაგრამზე” ნახავთ
11:16 / 16-04-2018
გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, “ინსტაგრამზე” გაცილებით უფრო პიკანტური ფოტოები იტვირთება, ვიდრე მის კონკურენტ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”.
2017 წლის 10 ყველაზე უგემოვნო ვარსკვლავი ცნობილია
10:25 / 16-04-2018
მიუხედავად იმისა, რომ ფრაზა "გემოვნებაზე არ დავობენ" ყველასათვის კარგად ცნობილია და ხშირადაც ვიმეორებთ, გემოვნება და ჩაცმის სტილი მაინც ყველაზე განხილვადი საკითხია. განსაკუთრებით დიდი ენთუზიაზმით ვარსკვლავების გარდერობი გვაინტერესებს.
როგორ გამოიყურებიან სერიალის "შუა ქალაქში" მსახიობები დღეს
09:59 / 16-04-2018
2007 წელს ქართულ ტელესივრცეში გამოჩნდა სერიალი, რომელმაც ყველა ოჯახში შესვლა და ოჯახების ყველა წევრის მოხიბვლა მოახერხა.
შეყვარებული კინოწყვილები, რომლებიც სინამდვილეში ერთმანეთს ვერ იტანენ
14:11 / 15-04-2018
მსახიობობა რომ მარტივი არაა და ხშირად მსახიობებს უწევთ იმის გაკეთება, რაც მათ ხასიათს არ შეეფერება, ეს ცნობილი ფაქტია და ყველა თანხმდება იმაზეც, რომ ეს ამ პროფესიას ერთ-ერთ ყველაზე რთულ საქმიანობად აქცევს.
ვარსკვლავების კომპლექსები: მათ მილიონობით ადამიანი ეთაყვანება, ისინი კი თურმე კომპლექსებით იტანჯებიან
10:58 / 13-04-2018
ჰოლივუდის სექსსიმბოლოს, სტილის ღვთაებას და მსოფლიოში პოპულარულ მომღერალსაც კი შეიძლება კომპლექსები რომ ჰქონდეს.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი