ენ ჰეთეუეის სხეულის ფორმების გამო ხშირად აკრიტიკებენ. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდელი ლამაზმანი მშვენივრად გამოიყურება, სოციალურ ქსელში ბევრი მომხმარებელი მისით მაინც უკმაყოფილოა.
ამჯერად, ენი ახალი როლისთვის ემზადება და წონის მომატება მოუწია. მსახიობმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და არაკეთილისმსურველების კომენტარებზე პასუხის გაცემა გადაწყვიტა.
"წონას ახალი როლისთვის ვიმატებ და ყველაფერი მშვენივრად მიდის. მათ, ვინც ბოლო თვეებში ჩემს ფიგურას აკრიტიკებს, მინდა გითხრათ, რომ ეს თქვენს პიროვნებაზე მეტყველებს და არა ჩემზე."
იხილეთ ვიდეო