ქართულ ტელესივრცეში ლამაზი ქალბატონების სიმცირეს არ ვუჩივით, მაგრამ არც სიმპათიურ ტელეწამყვან მამაკაცებს ვუჩივით.
საინტერესოა, ვინ არიან თანამედროვე ქართული ტელევიზიის მომხიბვლელი ტელესახეები.
"პრაიმ შოუს" ერთ-ერთმა წამყვანმა ირაკლი მაქაცარიამ ქართველი და არამხოლოდ ქართველი გოგონების გული უკვე დიდი ხანია დაიპყრო. ქართულ ტელესივრცეში მისი, როგორც წამყვანის დებიუტი სწორედ აღნიშნული გადაცემის წყალობით შედგა. დახვეწილი, გამორჩეული, მიმზიდველი - ასე ახასიათებენ მას ხშირად. ის არა მარტო საქართველოში, არამედ უკრაინაშიც ძალიან ცნობილია. ირაკლი მაქაცარია ყველა ასაკის მანდილოსნებს განსაკუთრებით უყვართ. უსიმპათიურესი გარეგნობის
მქონე ახალგაზრდა ტელეწამყვანი ჭკვიანიც არის.
თორნიკე გოგრიჭიანი სულ ახლახან ახალი მუსიკალური გადაცემის წამყვანად მოგვევლინა, რომელსაც მსახიობ ია სუხიტაშვილთან ერთად "პირველ არხზე" უძღვება. მისი თავდაჯერებულობით, გაწონასწორებულობით და მომხიბვლელობით ყოველთვის იქცევდა ქალბატონების ყურადღებას. მისი სატელევიზიო კარიერა "ჯი დი ეს"-დან იღებს.
რაც უნდა ბევრი ვიკამათოთ და ვბრაზდებოდეთ გიორგი გაბუნიაზე, თუ რა რეაქციები მოჰყვება ხოლმე მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ფაქტია, რომ ის სიმპათიურ ტელესახეებს შორის ნამდვილად მოიაზრება. მისი სატელევიზიო კარიერა ტელეკომპანია "მაესტროდან" იწყება, ახლა კი უკვე დიდი ხანია თავისი ადგილი "რუსთავი 2"-ში იპოვა. იმ დროიდანვე ყოველთვის გამოირჩეოდა ეპატაჟურობით და მას დრომ ვერაფერი დააკლო. ყოველთვის ფორმაშია და თანამედროვეობას ფეხს საგულდაგულოდ უწყობს. უფრო მეტიც, საერთოდ არ "ბერდება". ის ცნობილი ტელეწამყვანის, ჯულიეტა ვაშაყმაძის შვილი გახლავთ.
შეუძლებელია, ილო ბეროშვილი ახსენო და მან მისი ენერგიულობით, ქარიზმით თუ სიმპათიურობით თავბრუ არ დაგახვიოს. მისი სატელევიზიო კარიერა პირველი არხის დილის გადაცემა "ალიონიდან" იწყება, სადაც მომავალი მეუღლე ნელი აგირბა გაიცნო. წყვილი შემდეგ ერთმანეთს დაშორდა და ორი საერთო შვილი ჰყავთ. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შემდეგ ილომ "იმედზე" დაიწყო მუშაობა, ახლა კი "რუსთავი 2"-ზე "მხოლოდ ქართულის" წამყვანია. გაგრძელება + ფოტო