34 წლის ადამიან-თოჯინას, რომელმაც გადაწყვიტა, რომ "ბარბის" მეგობარ მამაკაცს, კენს დამსგავსებოდა, როდრიგო ალვესი ჰქვია.
ის ცნობილია, როგორც მოდისა და პლასტიკური ქირურგიის ფანატი. ჩატარებული აქვს 60 განსხვავებული პროცედურა, რომლის მთლიანმა ღირებულებამაც 600 000 ფუნტი სტერლინგი შეადგინა.
ამაზე მნიშვნელოვანი და მხიარული ფაქტი კი ისაა, რომ ახლა ის რუსეთში გაემგზავრა, რათა იპოვოს გოგონა, რომელიც "ბარბის" ემსგავსება და გაუწევს კომპანიონობას წვეულებაზე.
"მე ვიყავი ერთ-ერთ ტელე-შოუში, სადაც უამრავი რუსი გოგონა იყო, რომლებიც მართლა ჰგავდნენ "ბარბის". სწორედ ამის გამო ავირჩიე რუსეთი. აქ ყველა ქერა და ღია ფერის თვალებიანია. დარწმუნებული ვარ, რომ პროცესში მეგობრებსაც შევიძენ" - განაცხადა როდრიგომ.