მსახიობი და მოდელი ნინი ონიანი ქალბატონებს რჩევებს აძლევს.
"Selfie” ჩემი ძლიერი მხარე არასოდეს ყოფილა (მე მაპატიეთ), ისევე, როგორც სხეულის სამყაროში მიღებული "იდეალური" პარამეტრები.
არც 180 სმ ვარ სიმაღლეში, არც 45 კგ ვარ და არც 90-60-90. სულ პირიქით... ახლოსაც არ ვარ ამ "იდეალურობასთან". ბევრი წლის წინ გარეგნობის კომპლექსიც კი მქონდა. ბევრს ალბათ ვერც წარმოგიდგენიათ, მაგრამ იყო დრო...
8 თვის წინ დედა გავხდი. ჩემმა სხეულმა ფორმა იცვალა და ვფიქრობ, რომ დღეს ბევრად უფრო დახვეწილი, ქალური და სექსუალური ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ... და ეს, პირველ რიგში, შიგნიდან მოდის და არა ვიზუალიდან მხოლოდ... (ცხოვრებისეული გამოცდილება და "გაკვეთილები" ძალიან "მომიხდა”, ჩემი ნაკლოვანებები ჩემი სავიზიტო ბარათივით გახდა და ამ არასრულყოფილებაში ვიპოვე ჩემი თავის ყველაზე სასურველი "მე" ( ამ ეტაპზე) ... გაგრძელება + ფოტო