სერიალი „ჩცდ" ქართულ რეალობას ყველაზე მკაფიოდ ასახავს. ყველას შეუძლია სერიალის პერსონაჟებს შორის ამოიცნოს საკუთარი თავი ან მეგობარი, ნაცნობი ან სულაც ნათესავი.
სერიალის პერსონაჟები მაყურებელმა თავიანთი ნაკლოვანებებით შეიყვარა. „ჩცდ"-ში ნათლადაა წარმოჩენილი ურბანიზაციული პრობლემები. სცენარისტებმა საინტერესო პარალელი გაავლეს პროვინციული და ქალაქური ცხოვრების წესებს შორის, მაგრამ განსაკუთრებით საინტერესო გამოვიდა ქალაქში ჩამოსული პროვინციელების გარდასახვა.
გთავაზობთ „ ჩცდ"-ის პერსონაჟების ევოლუციას
ბაქარი იმერელი, სოფელში გაზრდილი ბიჭი იყო, როცა სასწავლებლად თბილისში გადავიდა. მისი ჩაცმულობა, ლაპარაკის მანერა, ქცევა და დიალექტი ხშირად ხდებოდა ქალაქელებისგან მისდამი აგდებული დამოკიდებულებისა და რიგ შემთხვევებში დაცინვის მიზეზიც. მოგვიანებით, როცა ბაქარი გამდიდრდა პროვინციელი ბიჭის მიღმა დამალული უნარებისა და შესაძლებლობების დამსახურებით, საზოგადოება მისდამი შურით განიმსჭვალა, ამბობდნენ, რომ მას გაუმართლა. ხშირად უმეორებდა ნინა დათოს, ბაქარმა თუ ამდენს მიაღწია, შენ როგორ ვერ ვითარდებიო, თუმცა საბოლოო ჯამში, მდიდარი, გავლენიანი ბიზნესმენისადმი, შეიძლება ითქვას, ყველას რიდი გაუჩნდა. ასეა თუ ისე, ბაქარს ხშირად დახმარების სათხოვნელადაც კი აკითხავენ.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
თამუნა გულუბრყვილო, უსუსური და საბრალო მეძავის როლით გაიცნო მაყურებელმა. მისი ხასიათი არც ბოლო სერიებში შეცვლილა, ის კვლავ ისეთი მიმნდობია, როგორიც ადრე იყო. მაგრამ პროვინციელი მეძავის ნაცვლად, თამუნა უკვე გავლენიანი ბიზნესმენის ერთგული ცოლი და დიასახლისია.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
თენგო ხეპრე, უხეში და როხროხა ხასიათის დასახვეწად გაკვეთილებზეც დიდხანს დადიოდა, ბაქართან ერთად, მას შემდეგ, რაც გამდიდრდნენ, მაგრამ მეტყველებას ვერაფერი მოუხერხა. სანაცვლოდ, იმიჯი შეიცვალა ბაქართან ერთად და ის უკვე რახანია გავლენიანი ბიზნესმენის ამპლუაშია.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
თამუნაც №2 მეუღლის, მეუღლის ბიზნესპარტნიორისა და მისი ცოლის მსგავსად დაიხვეწა, მოირგო ძვირად ღირებული ტანსაცმელი, დაიწყო სპა-სალონებში სიარული. ერთხელ, წვეულებაზე კლუბური ნარკოტიკიც კი გასინჯა თამუნა #1-თან ერთად.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
ყველაზე ეპიკური გარდაქმნა მაინც მთვარისადან ლუნამდე იყო. თენგოს მსგავსად, მთვარისამ სპეციალური „დახვეწილობის კურსი“ გაიარა, “ქალაქის" ასათვისებლად. ის მალევე გარდაიქმნა საქმიან ბიზნესლედიდ.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
ნუნუკა შვილის გამდიდრების შემდეგ ხშირად ჩამოდიოდა ქალაქში, რამაც მის ჩაცმულობაზე იქონია გავლენა. მოგვიანებით ბიზნესმენის დედა ქალაქელ, გავლენიან, სიმპათიურ მილიონერზეც დაქორწინდა და მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
მერიემ კაკაურიძე