საქართველოში ე.წ. ბერბიჭების სიმრავლეზე არაერთხელ დაწერილა და თქმულა. ეს თემა ცალკე მსჯელობის ამბავია, რადგან ისინი ჩვენს თანამედროვეობაში საკმაოდ მომრავლდნენ და, როგორც მოიხსენიებენ, „შინაბერებსაც“ კი გაუსწრეს რაოდენობით.
„ბერბიჭებს“ საქართველოში ისეთ მამაკაცებს უწოდებენ, რომლებმაც 25 წელს დიდი ხანია, გადააბიჯეს.
ძლიერი სქესის წარმომადგენლები დაოჯახებას ვერ ახერხებენ - ზოგი ალბათ სოციალური მიზეზის გამო, ზოგიერთი სასურველი მეორე ნახევრის მოლოდინშია, ან უკვე ეჩვევიან ცხოვრების ამ წესს და ცხოვრების შეცვლას გაურბიან. ისინი ეჩვევიან მარტოობას და ყურადღება საკუთარ საქმიანობაზე გადააქვთ.
ნუ, ბევრი მსჯელობა შორს წაგვიყვანს, ნამდვილი მიზეზი ისევ თავად იციან. ამ სტატუსის მატარებელი ჩვენს ქართულ რეალობაშიც ბევრი გვყავს.
სპორტსმენი და ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია სუსტი სქესის წარმომადგენლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ირაკლის პოპულარობა საქართველოს ფარგლებს დიდი ხნის წინ გასცდა და პოპულარული უკრაინული შოუს გამარჯვებული გახდა. უკრაინიდან ირაკლი საქართველოში დაბრუნდა და "პრაიმ შოუს" წამყვანია.
მომღერალი რატი დურგლიშვილი, რომელიც თაყვანისმცემლების არმიის ნაკლებობას არ უჩივის და უამრავი გოგონა ოცნებობს მისი გულის მოგებაზე, დაოჯახებას მაინც არ ჩქარობს. კარგი იქნებოდა, რატიმ მოვლენები დააჩქაროს, თორემ, რა იცით, იქნებ იმ გოგონებმაც დაყარონ ფარ-ხმალი, ფუჭი ლოდინი მობეზრდეთ და რატი ნამდვილ "ბერბიჭად" გადაიქცეს. გაგრძელება