არსებობს რწმენა-წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც, ვისთან ერთად და როგორ გარემოშიც გავატარებთ შობა-ახალ წელს, ისეთი გარემოებები „დაგვებედება" მთელი წელი.
ბარაქიანი, იღბლიანი და წარმატებული წლის დასაბედებლად მეკვლესაც დიდი ყურადღებით ვარჩევთ. დამოკიდებულია თუ არა წლის მოვლენები ბედობაზე, ახალი წლის მეკვლესა და სხვა საშობაო თუ საახალწლო გარემოებებზე, სხვა საკითხია, თუმცა ამ ლამაზი დღეების სასიამოვნო გარემოში გატარება მაინც მნიშვნელოვანია. მიმოვიხილოთ, როგორ გაატარეს შობა-ახალი წელი ქართველმა ცნობილმა ადამიანებმა.
თბილისის მერმა, კახი კალაძემ დიზაინერ მეუღლესთან, ანუკი არეშიძესთან და შვილებთან ერთად შობა ბაკურიანში გაატარა. თოვლიან კურორტზე გადაღებული ფოტოები ანუკი არეშიძემ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. ფოტოს აღწერაში ანუკიმ ხაზი მომატებულ კილოგრამებსაც გაუსვა. ანუკი და კახი ბორჯომის ცენტრალურ პარკსაც ეწვივნენ.
ოჯახურ გარემოში აღნიშნა ახალი წელი ასევე ტელე-წამყვანმა - გვანცა დარასელიამ. მან ინსტაგრამზე საახალწლო დეკორაციისა და ნაძვის ხის ფონზე მეუღლესთან, ვახო მჭედლიძესთან და შვილებთან ერთად გადაღებული სურათები ატვირთა. „რა ლამაზები ხართ?“, „ბედნიერები იყავით!“, „ძალიან ლამაზი და თბილი ოჯახი!“, - წერენ კომენტარებში.
თინა მახარაძე საახალწლოდ ამერიკიდან სამშობლოში ჩამოვიდა. მსახიობმა სოც. ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა:
„წესისა და რიგისამებრ, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩამოსვლისთანავე უამრავი უცნაურობის მომსწრე და მომსმენი გავხდი, მაგრამ ერთი მინდა, რომ გამოვყო ახლა: "შენც იმ გოიმურ ზახოდს აწვები, ახალ წლებზე რო სახში ბრუნდებიან?!" - მითხრა, არ მახსოვს, ვინ და დამტოვა ღამენათევი და ნამთვრალევი დაღლილ ქალივით ბასიანის ტუალეტთან. ვგიჟდები თბილისზე <3".
სტატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, „ფეისბუქის“ მეგობრები წერენ კომენტარებში: „ძაან გამიხარდა, მემე, შენი ნახვა❤️“, „თუ მიდიხარ წადი რა, რაღას ბრუნდები რააა“, „ახალწლებზე საქართველოში ჩამოსვლა ხო აღდგომას სოფელში ჩასვლის ტოლფასია რაღაც პონჩი:“.
თაკო გაჩეჩილაძემ, ნინი ბადურაშვილმა და ქრისტინე იმედაძემ შობა ერთად გაატარეს ბორჯომში. გოგონებმა სასტუმროში, თეთრი პირსახოცის ხალათებით გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნეს „ფეისბუქზე". - „სამი ლამაზმანი!“, „თქვენი ხილვა ძალიან გამიხარდა", „თქვენ სამნი!! „ - წერენ კომენტარებში.
გურამ შეროზიამ წლევანდელი შობა-ახალი, ყველასაგან განსხვავებულად, ინდოეთში, პლაჟზე საცურაო კოსტიუმით გაატარა. გურამი სოც. ქსელში აქტიურად აქვეყნებს გოაზე გადაღებულ ფოტოებს ვრცელი აღწერებითა და კომენტარებით. გურამ შეროზიას ვოიაჟი საქმიანიც აღმოჩნდა, მან „ფეისბუქზე" გამოაქვეყნა ინდოეთში, კონფერენციაზე გადაღებული ფოტოები, სადაც ის ლექციას კითხულობს. შეროზია ინდურ თავგადასავლებზე სტატუსებით გვიამბობს:
„ვაიმე, ისეთ ქალაქში ჩამოვედი, მთელი ავტობუსის ვნებანი ღირდა თურმე!!!
ნახევარი გზა ცენტრამდე, ავტობუსელმა გოგონამ გამომაცილა, მეორე ნაწილში - გზააბნეულ ფრანგ, გერმანელ, ნეპალელ და ინდოელ ტურისტებს შევხვდი, 6 მეგობარი ასევე ჰოსტელს ეძებდა. საღამოს მათთან ერთად "ფართი" შემომთავაზეს. ქალაქს ეძინა, ერთ-ერთი პატარა სასტუმროს მიმღებში, რეცეფციონისტის გაღვიძებას მოვერიდე და ჩუმად, ჩემთვის დავჯექი და ტელეფონიც დავტენე.
მერე ეს ადგილები დავლაშქრე, თავზე დამათენდა, მერე ერთ ჰოსტელში, დიასახლისი რძიანი ყავით გამიმასპინძლდა, უფასოდ. კი თურქული ყავის ჭიქაში იყო, მაგრამ ნაჩუქარ ყავას გემო არ გაესინჯებაო და მივეძალე გემრიელად. მგონი, რომ ნახევარი დღე გავლიე სასიამოვნოდ და ჰოი საოცრებავ - ჯერ მხოლოდ 9 საათი ყოფილა! :))))
საახალწლოდ ყველაფერი გადაჯავშნილია, არსებობს ალბათობა იმისა, რომ ქუჩაში დავრჩე ძაან საყვარლად. წინასწარ რატომ არ დაჯავშნეო არ მკითხოთ, აბაზანაში თუ არ შეიხედე და თეთრეულს არ დააკვირდი - შეიძლება უცებ ძუნძგლში აღმოჩნდე. ჰოდა, ვერ გავრისკავდი.
ძებნისას, ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონე პუჟამ - მომიბოდიშა - აღარ გვაქვს ადგილებიო და კომპელსაციის ნიშნად უფასო საუზმით გამიმასპინძლდა, რუფ ტოპზე :) მოკლედ, სიურპრიზები არ ილევა...“
„ბრენდი ვარ, ბრენდი, შეიგნეთ ეს! კი არა და ვინ თქვა - ინდური შოუ ბიზნესს ვერ დაიპყრობო?!
გუჯარათი, ინდოეთი. კიდევ ერთ ქვეყანაში გასახელეთ მეგრელმა! :)
პ.ს. კამერები დამებედა :)“.
მერიემ კაკაურიძე