მეგან მარკლის ისტორია თანამედროვე კონკიას ისტორიას ჰგავს. ის ქმარს გაშორებული ამერიკელი მსახიობია, არ არის არისტოკრატი, მაგრამ სწორედ მან მოახერხა პრინც ჰარის გულის მონადირება: 27 ნოემბერს მეგანი და ჰარი დაინიშნენ.
ამის მერე მეგანმა განაცხადა, რომ თავს ანებებს მსახიობის კარიერას, რადგან უნდა შეასრულოს სამეფო ოჯახის წევრის მოვალეობები. ჩვენ მოგითხრობთ, თუ როგორ მოუწია ცხოვრების შეცვლა პრინცის საცოლეს.
რელიგია
გუშინ კენსინგტონის სასახლემ განაცხადა, რომ უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში მეგანი ანგლიკანურ ეკლესიაში გადავა. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ლოს-ანჯელესის კათოლიკურ ეკლესიაში სწავლობდა, თავს პროტესტანტად მიიჩნევს.
მოქალაქეობა
ოფიციალური ქორწინების შემდეგ მარკლი ბრიტანეთის მოქალაქეობას მიიღებს, თანაც, მას იმიგრაციის ყველა კანონის დაცვა მოუწევს. ზუსტად არ არის ცნობილი, შეინარჩუნებს თუ არა მეგანი ამერიკის მოქალაქეობას, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ის ვერ შეძლებს ამერიკასა და კანადაში სტუმრობას ისე ხშირად, როგორც ადრე.
სამსახური გაეროში
მეგან მარკლის ახალ მოვალეობებში, ძირითადად, საქველმოქმედო ორგანიზაციებთან სოციალური სამსახური შევა, რომლებსაც სამეფო ოჯახი უწევს პატრონაჟს. ამიტომ მეგანმა უნდა შეწყვიტოს გაეროსთან თანამშრომლობა, რომლებთანაც გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობდა. ასევე, დიდი ალბათობით, ვერ დარჩება საქველმოქმედო ორგანიზაცია WorldVisionCanada-ს ელჩად, რომელიც განათლების განვითარების, ჯანდაცვისა და მსოფლიოს ბავშვების კვების გაუმჯობესების საკითხებზე მუშაობს.