ბრიტანეთის პრინცის ნიშნობა არა მხოლოდ ბრიტანელებისთვის, არამედ მსოფლიო მედიისთვის საუბრის მთავარი თემაა.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა სამეფო ნიშნობის შესახებ და წყვილი რეპორტიორების წინ პირველად გამოჩნდა, თითქმის ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ჰარი და მეგანი ერთად არაჩვეულებრივად გამოიყურებიან.
მეგანი და ჰარი საზოგადოების წინ გამოჩენისას ფორმალობებს ნაკლებად იცავენ, ხელჩაკიდებულები არიან და გრძნობების გამოხატვას არ ერიდებიან.
რადიკალურად განსხვავდებიან მათგან უილიამი და ქეითი, რომლებიც ხელჩაკიდებულები მხოლოდ სამჯერ დააფიქსირეს, ქორწინების დღეს და შვილების დაბადების შემდეგ, სამშობიაროდან გამოსვლისას. წყვილი მაქსიმალურად იცავს პროტოკოლს.
ჰარი და მეგანი დაუზარლად უღიმოდნენ რეპორტიორებს და პრინცმა მათ კითხვებსაც კი გასცა პასუხი. პრესასთან დამშვიდობების შემდეგ წყვილი ერთმანეთს ჩაეხუტა, რაც ტრადიციული სამეფო ეტიკეტის დარღვევა იყო.
გამოცემა Harpers Bazaar ორ სამეფო ნიშნობას შორის მთავარი განსხვავებების შესახებ წერს.
ფოტოგადაღება
ქეითმა და უილიამმა არჩიეს, რეპორტიორები სასახლის დარბაზში მიეღოთ, ჰარი და მეგანი კი კენსინგტონის სასახლის ეზოში შეხვდნენ ჟურნალისტებს.
ცუდი ამინდის მიუხედავად, წყვილმა ფოტოების გადაღება ეზოში გადაწყვიტა, რაც ნაკლებად ფორმალური იყო, ვიდრე ქეითის და უილიამის ფოტოგადაღება სამეფო დარბაზში.
სამოსი
ფოტოგადაღებისთვის მეგანის ჩაცმულობა ბევრად „ჩვეულებრივი“ და „უბრალო“ იყო, ვიდრე ქეითის, რომელმაც მნიშვნელოვანი დღისთვის Issa-ს აბრეშუმის კაბა ჩაიცვა.
მისგან განსხვავებით, მარკლმა აირჩია კანადური ბრენდის სადა თეთრი პალტო. გაგრძელება