ქართველი ქალბატონები, რომლებსაც მასშტაბურ პროექტებში მოხვედრამ წლების ოცნება აუხდინა
ქართველი ქალბატონები, რომლებსაც მასშტაბურ პროექტებში მოხვედრამ წლების ოცნება აუხდინა
ზოგჯერ ცხოვრება ოცნებაში გადის იქამდე, რომ ადამიანს ხელიც კი ჩაქნეული აქვს, სანატრელი სურვილის ახდენის იმედს კარგავს, მაგრამ მოულოდნელად ხდება ის, რისიც თავადაც არ სჯერა... დიახ, ნატვრა სრულდება და ამის დასტური იმ რამდენიმე ქალბატონის მაგალითია, რომელთა ცხოვრებაშიც მიმდინარე წელს მათთვის დაუჯერებელი რამ მოხდა...
ისინი ცოტა ხნის წინ თავიანთი ნიჭიერებით ფართო საზოგადოებამ ტელეეკრანის (მასშტაბური პროექტები) საშუალებით გაიცნო და ძალიან მალე შეიყვარა...

ნანუკა გულუა
პოპულარული სერიალის, "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთი პერსონაჟის - დოჩი ალიშბაიას როლის შემსრულებელი - ნანუკა გულუა ახდენილი ოცნებით ისეთი გახარებული
და იქვე, დაბნეულია, რომ ხანდახან არც კი სჯერა იმის, რაც მის ცხოვრებაში მოხდა: "აქამდე არ მიცხოვრია! ბედნიერიც თურმე არასოდეს ვყოფილვარ... მადლობა ღმერთს, რომ ეს ყველაფერი განვიცადე! სწორ დროს სწორ ადგილას აღმოვჩნდი... მთელი სული, გული და მონდომება ჩავდე, ყველა შიში დავძლიე და თუ გამომივიდა, ე.ი. გავუმართლე იმედი ჩემს აღმომჩენს და მიზანიც ეგ იყო! მიყვარხართ და გასკდა გული ამდენი ემოციისგან!".

ზუგდიდელი ნანუკა უკვე 16 წელია, თბილისში ცხოვრობს. სამსახიობო განათლება არასდროს მიუღია, თუმცა შინაგანად მსახიობია. ამასთან, მუდმივად ვიღაცის პაროდიას აკეთებდა. სამუშაო გამოცდილება სუპერმარკეტების ქსელში კადრების განყოფილებაში აქვს მიღებული, შემდეგ საკუთარი სამკერვალო ატელიეც გახსნა, კლიენტებს დიზაინის შერჩევაში ეხმარებოდა, საიდანაც პირდაპირ "დაქალებში" აღმოჩნდა. მისი მონაცემები საბოლოოდ შეუმჩნეველი არ დარჩა, რამაც მისი ცხოვრება პრაქტიკულად, მთლიანად შეცვალა.

ამბობს, რომ ბავშვობიდან რაც უნდა ეკეთებინა, მსახიობობაზე სულ ფიქრობდა, თან, ამ პროფესიას ბევრი უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ საბოლოოდ სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება მამამ არ მოუწონა. რჩევა გაითვალისწინა...

"როცა გავიგე, როლზე ვიყავი დამტკიცებული და მსახიობებთან ერთად უნდა მეთამაშა, გადაღების წინ, ორი ღამე არ მძინებია. ძალიან ვნერვიულობდი, ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა შევსულიყავი კონტაქტში მათთან, ერთად უნდა წაგვეკითხა სცენარი თუ ცალ-ცალკე, - არაფერი ვიცოდი... პირველი სცენა ბატონ ზურაბთან (კვაზი) მქონდა. ისე თბილად შემხვდა, რომ პირველივე სცენა გამიადვილდა და დაძაბულობა მომეხსნა", - აღნიშნავს ნანუკა.

მისმა შთამბეჭდავად შექმნილმა დოჩის სახემ მაყურებელი გააოცა. დღეს ნანუკას დოჩის გარეშე ცხოვრება აღარ შეუძლია.

ქეთი ხუციშვილი
ქეთი ხუციშვილიც არა არის მსახიობი და არც კამერასთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა მანამდე, სანამ "ჩემი ცოლის დაქალები" არ გადაიღეს. პროფესიით იურისტია, მაგრამ არც ამ მიმართულებით უმუშავია. როცა სერიალში მისმა პერსონაჟმა, კასპელმა მთვარისამ (თბილისში ლუნა დაირქვა), პირველად ქართლურად დაილაპარაკა, გადამღები ჯგუფი სიცილისგან გაიგუდა და მერე კი მისი ეკრანზე ხილვის შემდეგ იგივე მაყურებელს დაემართა. როგორც ქეთი ამბობს, "ფესვებმა თავისი ქნა, წარმოშობით კასპიდან ვარ"... ქეთიც, ისევე, როგორც ნანუკა, პაროდიისა და არტისტული უნარებით ბავშვობიდან არის დაჯილდოებული, თავისი კუთხის ხალხის იმიტაცია კი განსაკუთრებით გამოსდის. ამასთან, ბავშვობიდან მღერის, რაც სერიალშიც გამოავლინა.

მოკლედ, ამ როლით მას ნაოცნებარი აუხდა, - საკუთარი მონაცემების დემონსტრირება საჯაროდ მოახდინა. პოპულარობით გახარებული, თუმცა სერიოზულად დაბნეულია... გაგრძელება
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
რას ფიქრობს ვიქტორია ბექჰემი მეგან მარკლზე?
15:09 / 25-05-2018
მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ქორწილში საპატიო სტუმრებს შორის ვიქტორია და დევიდ ბექჰემებიც აღმოჩნდნენ, რის შემდეგაც ვიქტორიამ ღირსშესანიშნავი მოვლენის შესახებ ინტერვიუ Evening Standard-ს მისცა, რომელშიც ღიად ისაუბრა საკუთარ დამოკიდებულებაზე მეგან მარკლისა და მისი ჩაცმულობის შესახებ.
ქეთა თოფურიამ გუფიზე და უცნობ ქალბატონზე იეჭვიანა
11:31 / 25-05-2018
ჭორები ქეთა თოფურიასა და რეპერ გუფის შესახებ 2017 წელს გავრცელდა. წყვილი თავიანთ რომანზე საუბარს აქამდე თავს არიდებდა და გრძნობებს დიდხანს მალავდა, თუმცა, როგორც ჩანს, საიდუმლო შეხვედრები მობეზრდათ.
მეგან მარკლის და პრინც ჰარის ფოტოები საქორწილო ფოტოსესიიდან - რა სიტუაციაში უწევდა მუშაობა მათ პირად ფოტოგრაფს
01:13 / 25-05-2018
ალბათ, ბევრი ფოტოგრაფი ოცნებობდა, რომ მის ადგილას მოხვედრილიყო და საოცარი წყვილისთვის ნამდვილი, საქორწილო ფოტოსესია მოეწყო.
6 მილიონი ერთი წინადადებისთვის - ვარსკვლავების უჩვეულოდ დიდი ჰონორარები თითქმის არაფრისთვის
18:10 / 24-05-2018
როგორ გამოიმუშავოთ 3 მილიონი ციხეში ჯდომით? და რამდენად გაიზარდა მაიკლ ჯექსონის შემოსავალი მისი სიკვდილიდან 9 წლის მანძილზე? პასუხებს იხილავთ აქ
რაზე ისაუბრეს პრინცმა ჰარიმ და მისმა ყოფილმა ქორწილის ცერემონიამდე?
15:35 / 24-05-2018
პრინც ჰარის ქორწილის ცერემონიას მისი ორივე ყოფილი მეგობარი გოგონა - კრესიდა ბონასი და ჩელსი დეივიც დაესწრნენ.
რატომ არ დაუკრძალავთ ჯერ ცნობილი მუსიკოსი - ავიჩი
15:29 / 24-05-2018
ყველასთვის საყვარელი შვედი მუსიკოსი - Avicii 20 აპრილს, ომანში გარდაიცვალა და მისი სახით თანამედროვე ელექტრონულმა მუსიკამ დიდი დანაკლისი განიცადა.
“X ფაქტორის” გამარჯვებულთა ქრონოლოგია - გამოიცანი, ვინ გაიმარჯვებს წელს?
10:51 / 24-05-2018
„X ფაქტორი“ საქართველოში 2014 წლიდან, ყოველწლიურად ტარდება. უკვე მეხუთე წელია, რაც ნიჭიერ მომღერლებს ეძლევათ საშუალება, „X ფაქტორის“ სცენაზე გამოამჟღავნონ თავიანთი უნარები.
თანატოლი ვარსკვლავები პლასტიკური ქირურგიის გავლენითა და მის გარეშე
18:40 / 23-05-2018
როცა ჯულია რობერტსსა და პამელა ანდერსონს ერთმანეთს შეადარებთ, რთული დასაჯერებელი იქნება, რომ ერთი და იმავე ასაკის არიან. ჯულიას პლასტიკური ოპერაცია არასოდეს გაუკეთებია, პამელა ანდერსონი კი პლასტიკის დიდი თაყვანისმცემელია.
რა რეაქცია ჰქონდა პრინც ჰარის ყოფილ შეყვარებულს, რომელიც სამეფო ქორწილს ესწრებოდა
18:08 / 23-05-2018
ჩელსი დეივი პრინც ჰარის ექსგერლფრენდია, რომელთანაც ჰარის საკმაოდ სერიოზული ურთიერთობა აკავშირებდა.
ანჯელინა ჯოლის სასიყვარულო ურთიერთობები და ექსპერიმენტები, ვინ იყო ლამაზმანის გვერდით
14:46 / 23-05-2018
მას შემდეგ, რაც ბრედ პიტი და ჯოლი განქორწინდნენ, საზოგადოება ანჯელინას ყოფილებზე ალაპარაკდა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი