თუ თქვენ არ დაღლილხართ საახალწლო დღესასწაულებისგან, ან გაქვთ ძველით ახალი წლის აღნიშვნის მრავალწლიანი ტრადიცია, მაშინ წაიკითხეთ ჩვენი რჩევები, რომ უფრო ხალისიანად და შინაარსიანად გაატაროთ ძველით ახალი წელი.
სტუმრები, კერძები
2018 წლის ძველით ახალ წელს უმჯობესია, სტუმრად ისინი მიიწვიოთ, ვისთანაც წინა წელს მჭიდრო ურთიერთობა გაკავშირებდათ. პრივილეგია მიანიჭეთ – ახლო მეგობრებს და ნათესავებს, ასევე იმ კოლეგებს, რომლებიც მხარს გიჭერდნენ და გეხმარებოდნენ კარიერულ წინსვლაში. ეს ადამიანები დამდეგ წელს თქვენთვის "მფარველი ანგელოზები" იქნებიან.
სადღესასწაულო სუფრა უმჯობესია, მსუბუქი იყოს, მაგრამ ამავე დროს, მრავალფეროვანი. მოამზადეთ კანაპე და კერძები, რომელიც ყვითელი ძაღლის წელს მოეწონება. ხორციანი კერძებიდან უპირატესობა იმათ მიანიჭეთ, რომლებსაც გაცხელება არ სჭირდება. ხილი და ტკბილეული მაგიდაზე უხვად უნდა იყოს. უარი თქვით ალკოჰოლზე, მიირთვით მინერალური წყალი და ხილის წვენები. ზუსტად 12-ზე კი გახსენით შამპანური.
გარდა ამისა, შეეცადეთ, რომ სუფრა თავიდანვე გაშლილი გქონდეთ, რომ შემდეგ არ მოგიწიოთ წინ და უკან სიარული. ძველით ახალი წლისთვის საუკეთესო ვარიანტია ფურშეტი და არა სერიოზული და ტრადიციული სუფრა. მეტი დრო გართობისთვის დაიტოვეთ.