ოჯახი
5 მიზეზი, თუ რატომ არის წიგნი საუკეთესო საახალწლო საჩუქარი (+ გიფები)
5 მიზეზი, თუ რატომ არის წიგნი საუკეთესო საახალწლო  საჩუქარი (+ გიფები)
დღევანდელ დღეს, როცა მაღაზიებში ყველაფერი იყიდება, საჩუქრის არჩევა უფრო და უფრო რთულია. თუ კონკრეტულად არ იცი, რა გაუხარდება ადრესატს, მისთვის საჩუქრის შერჩევისას ნამდვილი ტანჯვა გელით. იდეების ძებნაში თავი უნდა იმტვრიოთ. ასეთი სიტუაციების დროს, საუკეთესო საჩუქარი სწორედ წიგნია.
მალე წინასაახალწლო მზადება დაიწყება. როგორც ხშირად ხდება, რატომღაც საყიდლებისთვის ახალი წლის წინა დღეებში
ვიცლით ხოლმე. ყველას კარგად გეცოდინებათ, რას ნიშნავს ხალხით გადაჭედილ სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებში უსაშველო რიგებში დგომა. იმდენი რამ გაქვს საყიდელი, რომ თავგზა გერევა. შეიძლება რაღაც დაგავიწყდეს... ასეთ დროს ყველაფერი გაღიზიანებს, პარკირების პრობლემა, საცობები, რიგები...

Image result for christmas, market, gif
ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად, ძალიან ჭკვიანური იქნება, რაღაცები წინასწარ იყიდოთ. მაგალითად, საჩუქრები ახლობლებისთვის, საახალწლო დეკორაციები... თანაც, ამის გაკეთება სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი. biblusi.ge-ზე ნებისმიერი ასაკის და გემოვნების მქონე ადამიანის შესაფერის წიგნს იპოვით.

5 მიზეზი, თუ რატომაა წიგნი საუკეთესო საჩუქარი ახალი წლისთვის


ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანისთვის იპოვი მისთვის შესაფერის ეგზემპლარს. თანაც, წიგნის ლამაზად შეფუთვა ძალიან მოსახერხებელია. წიგნს სწორი გვერდები აქვს და საჩუქარი ძალიან აკურატულად გამოიყურება.



წიგნი საჩუქრად - მარტო ერთ ადამიანს არ გაახარებს. ის შეიძლება ოჯახის დანარჩენი წევრებისთვისაც საყვარელი გახდეს. მთავარია, წიგნი სწორად შეარჩიოთ. 


Image result for winter, book, gif

წიგნი - ეს არის საჩუქარი, რომელსაც ხშირად გამოიყენებ. ის შეგიძლია რამდენჯერმე წაიკითხო. წიგნი სახლში ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ნივთი შეიძლება გახდეს. უბრალოდ, კარგად უნდა შეიწავლოთ იმ ადამიანის ინტერესები, ვისთვისაც წიგნის ჩუქებას აპირებთ.


Related image
წიგნი სხვა საჩუქრებზე გაცილებით იაფია, მაგრამ ის ფასეულობას არასოდეს დაკარგავს. წიგნი ყოველთვის მოდაშია. შეარჩიეთ ხარისხიანი წიგნი და ის მრავალი წლის შემდეგაც არ დაკარგავს სახეს. 

Image result for beautiful book, gif
წიგნი ადამიანს ყველაზე მრავალფეროვან შეგრძნებებს ჩუქნის. ის საინტერესო ადგილებშიც გამოგზაურებს. საინტერესო წიგნი ადამიანს ხასიათს ცუდ ამინდშიც გამოუსწორებს.




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
ნიცა
მაპატიეთ ქალბატონო მარინე მაინტერესებს როგორ მიხვდით რომ წიგნი კარგია?
11:57 / 02-12-2018
გამოხმაურება / 0 /
რა ვიცი აბა
ზოგიერთებს მაინც დოლარებიანი ნაძვის ხეები ურჩევნიათ
09:33 / 02-12-2018
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31