ოჯახი
ქართველი ტყუპი ძმა ტყუპი ქალიშვილებით - ამ ოჯახის ფოტოს ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
ქართველი ტყუპი ძმა ტყუპი ქალიშვილებით - ამ ოჯახის ფოტოს ინტერნეტში დიდი გამოხმაურება  მოჰყვა
ტყუპი ძმა და ერთ-ერთი ძმის ტყუპი ქალიშვილი - ამ ფოტოს ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გადავწყვიტეთ, მოგვეძებნა "მთავარი გმირები" და თქვენთვის გაგვეცნო.
ეს ტყუპი ძმა გელა და გიორგი გოჩიტაშვილები არიან. მათ კიდევ ჰყავთ უმცროსი ძმა - მიშო. ეს პატარა გოგონები გელას ქალიშვილები არიან. სწორედ გელა გოჩიტაშვილს გავესაუბრეთ:

- ინტერნეტში სულ ახლახან
გავრცელდა თქვენი ფოტო და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორ შეხვდით ინტერნეტპოპულარობას? ელოდით ხალხის ასეთ რეაქციას?
- სიმართლე გითხრათ, არ ველოდი ამხელა აჟიოტაჟს. ეს ფოტო გადაიღო ჩემმა მეუღლემ, ელენე წიკლაურმა, დაახლოებით 1 თვის წინ. დადებისთანავე ჩემს ფეისბუქგვერდზე ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მერე დიდად არ გამკვირვებია... ბავშვობიდან ვფლობდი ინფორმაციას, რომ ტყუპს, მით უმეტეს მამაკაც ტყუპს ყველაზე დაბალი შანსი აქვს, რომ ტყუპი შვილები ჰყავდეს, პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც მახსოვს, შანსების ალბათობა დაახლოებით 1.7%-ს შეადგენს, ასე რომ, რას არ წარმოვიდგენდი ჩემს ცხოვრებაში, რას არ ვიფიქრებდი, მაგრამ ამას ნამდვილად არა... ეს ნამდვილად სასწაულია, გამოხმაურება კი ამ შემთხვევაში - ადეკვატური.


- დიდი ინტერესი განჩდა. მოგვიყევით, რა პროფესიის ხართ, რას საქმიანობთ, რამდენი დედმამიშვილი ხართ?
- პროფესიის რა მოგახსენოთ, სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული, მაგრამ ჰობის უფრო ვუწოდებდი მხატვრობას, ვიდრე პროფესიას. დიდი ხანია გავაანალიზე, რომ ამ საქმიანობით ოჯახს ვერ შეინახავ. ამჟამად ჩემი ბიზნესით ვარ დაკავებული, ტურისტულ სფეროში. ყოველდღიურად ვცდილობ განვვითარდე და რაღაც ახალი შევქმნა. ამჟამად ვმუშაობ ახალ პროექტზე ჩემს ტყუპისცალთან ერთად, დღე-დღეზე გავხსნით ლუდის და ღვინის დიდ მაღაზიას, რომლის სახელწოდებაც ჩვენი გვარიდან გამომდინარეობს... დიდ იმედებს ვამყარებთ და ვიმედოვნებთ, რომ ხალხს მოეწონება ჩვენი შეთავაზებული პროდუქტი.

- თქვენი ტყუპისცალის შესახებაც მოგვიყევით...
- როგორც წეღან აღვნიშნე, გიორგიც ანალოგიურად ბიზნესში მოღვაწეობს ჩემთან ერთად, განათლებაც ამ კუთხით აქვს მიღებული. უყვარს ძალიან მუსიკა, გიტარა და სიმღერა მის ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს ასრულებს. ძალიან ბევრი ჰობი გვაქვს, ასე რომ გავყვეთ, მთელი დღე ვერ მოვრჩები მოყოლას... გვიტაცებს ექსტრიმი, მე წლების განმავლობაში მრბოლელი ვიყავი, უამრავ შეჯიბრზე და ჩემპიონატზე ვიღებდი მონაწილეობას, ასევე მოტოციკლები წარმოადგენს ჩვენთვის დიდ სისუსტეს... ყოველ ზაფხულ შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, რაღაც პერიოდი გამოვყოთ ამ საქმიანობისთვის.


ძმები გოჩიტაშვილები

- როგორი ბავშვები იყავით? უჭირდათ თქვენი გარჩევა?
- საკმაოდ ჭკვიანი და წყნარი ბავშვები ვიყავით, როგორც ჩვენი მშობლები და ნათესავები ყვებიან... ჩვენი გარჩევა ზოგს დღემდე უჭირს, წარმოიდგინეთ, ბავშვობაში დედაჩემი ყოველვის ცდილობდა ერთნაირად გვცმოდა, ერთნაირი თმის ვარცხნილობა გვქონოდა და ეს ყველაფერი ჩვენს გარშემო მყოფთ ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნიდა... რამდენჯერ ერთმანეთის მაგივრად სასკოლო გამოცდები ჩაგვიბარებია, გაკვეთილებზე ხომ აღარაფერს ვამბობ, დავალებებს ყოველდღე ნახევარ-ნახევარს ვინაწილებდით და ძალიან მალე ვახერხებდით მეცადინეობას... გაკვეთილებსაც ისე ვაბარებდით, კაციშვილი ვერაფერს ხვდებოდა.

ერთხელ მახსოვს, უკვე დიდები ვიყავით, გიოს მაგივრად მივედი უნივერსიტეტში, გამოცდა ჰქონდა და სამსახურის გამო ვერ ახერხებდა მისვლას. წარმოიდგინეთ, უცხო გარემოში, სადაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ვიცნობდი, მომიწია მსახიობობა, ვითომ გიორგი ვიყავი, გამოცდაც დავწერე და ვერავინ გაიგო...

იყო კიდევ ასეთი ფაქტი სერიალ "ქერჩში" გადაღებაზე ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა გიო, ერთხელ ძალიან შეუძლოდ გახდა და მე მომიწია მის მაგივრად წასვლა, დაახლოებით 6-7 სცენა ისე ვითამაშე, რეჟისორს სანამ არ ვანახე, რომ ტატუები არ მქონდა, არ იჯერებდა, რომ გიორგი არ ვიყავი. განაგრძეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30