ოჯახი
"თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მაცოფებდა ეს..." - რას ამბობენ ვარსკვლავების ყოფილი ქმრები - ყოფილ ცოლებზე
"თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მაცოფებდა ეს..." - რას ამბობენ ვარსკვლავების ყოფილი ქმრები - ყოფილ ცოლებზე
როგორ საუბრობენ ვარსკვლავების ყოფილი ქმრები - ყოფილ ცოლებზე.
1. ეშტონ კატჩერი (დემი მურის ყოფილი ქმარი)


განქორწინების მთავარი მიზეზი გახდა ეშტონის სურვილი, რომ შვილი ჰყოლოდა. მან იცოდა, რომ დემი მურთან ძალიან ნაკლები იყო ამის შანსი. ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ეშტონის ცხოვრებაში სხვა ქალი გაჩენილიყო. განქორწინების შემდეგ ეშტონმა განაცხადა: „მთელი ცხოვრების
მანძილზე, ტკბილად გამახსენდება დრო, რომელიც დემისთან გავატარე. ქორწინება ყველაზე რთული რამაა ჩვენს ცხოვრებაში. ზოგჯერ ორი ადამიანის კავშირი წარუმატებელი აღმოჩნდება“.

2. ბრედ პიტი (ჯენიფერ ანისთონის ყოფილი ქმარი)


ბრედი თბილად ახსენებს ჯენიფერს. თუმცა, იყო დრო, როდესაც ის უსიამოვნოდ და უხეშად საუბრობდა მასზე. ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა აღიარა, რომ პერიოდი, როდესაც ჯენიზე იყო დაქორწინებული, მისთვის უინტერესო იყო და მას გული ერეოდა საკუთარ თავზე.
„მე მივხვდი, რომ ძალიან მინდოდა ისეთ ფილმში გადაღება, სადაც საინტერესო ცხოვრება იყო მოთხრობილი. ეს იმიტომ, რომ ჩემი საკუთარი ცხოვრება უინტერესო იყო. ვფიქრობ, ეს ჩემს ქორწინებას უკავშირდებოდა“ - თქვა პიტმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

3. გაი რიჩი (მადონას ყოფილი ქმარი)


მადონას ქმრობა ძალიან რთული რამაა. ის ცნობილია თავისი რთული ხასიათით. მომღერლისა და მისი ყოფილი ქმრის, გაი რიჩის ქორწინება 7 წელიწადს გაგრძელდა.
„მადონასთან დაქორწინებით, მე საპნის ოპერაში შევაბიჯე, რომელიც დიდხანს გაგრძელდა“ - განაცხადა გაიმ ჟურნალისტებთან.

4. რასელ ბრენდი (კეტი პერის ყოფილი ქმარი)


კეტი პერის ქორწინება კომიკოს რასელ ბრენდთან წელიწადზე ოდნავ მეტხანს გაგრძელდა.
„რეგულარულად ხდებოდა შემდეგი: ყველა კითხულობდა, ეს ვინ არის? ეს ხომ კეტი პერის ქმარია!“ თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მაცოფებდა ეს. მე მაიგივებდნენ იმასთან, რაც ყველაზე ძალიან მძულს: მოსაწყენ, ცარიელ და ხელოვნურ ცნობილებთან“ - აღიარა კომიკოსმა. 
5. კრის ჰამფრისი (კიმ კარდაშიანის ყოფილი ქმარი)


კიმ კარდაშიანისა და კრის ჰამფრისის ქორწინება სულ რაღაც 72 დღე გაგრძელდა. განქორწინების საბუთი კიმმა შეიტანა. მიზეზად კი „მიუღებელი წინააღმდეგობრიობა“ დაასახელა. ეს კრისისთვის სიურპრიზი იყო. ის რამდენიმე თვის მანძილზე ცდილობდა ცოლის დაბრუნებას.
„მე მიყვარს ჩემი ცოლი. მე ვარ შოკში იმის გამო, რომ მან განქორწინება მოითხოვა. ეს ძალიან მოულოდნელი იყო. მე მინდა შევინარჩუნო ეს ქორწინება“ - აღიარა ვარსკვლავის ყოფილმა ქმარმა ჟურნალისტთან.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31