ოჯახი
Top 5 ქართველი „სელებრითი“, რომლებიც შესანიშნავი მამები არიან
Top 5 ქართველი „სელებრითი“, რომლებიც შესანიშნავი მამები არიან
კარიერულად წარმატებული ადამიანებისთვის რთულია ოჯახური ჰარმონიის შენარჩუნება. ხშირია შემთხვევები, როცა ცნობილი ადამიანების შვილებს მთელი ცხოვრების განმავლობაში მიჰყვებათ ბავშვობაში მშობლებთან ურთიერთობის დანაკლისით გამოწვეული სტრესი. თუმცა, ცხადია, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ახერხებენ კარიერის ოჯახთან, მამობასთან წარმატებულად შეთავსებას. გთავაზობთ ცნობილი მამების ხუთეულს, რომლებსაც ბავშვებთან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვთ. ილია ბეროშვილს ყოფილი ცოლისგან, ჟურნალისტ ნელი
აგირბასგან ორი ქალიშვილი ჰყავს.


ილო ბეროშვილი ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავს, რომ მის ცხოვრებაში უპირველესი ადგილი მის შვილებს უჭირავთ. "ვიტყოდი, რომ კარგი მამა ვარ, მაგრამ ეს ცალკე ამბავია… თავიდან ბოლომდე გცვლის მამობა. აბსოლუტურად ყველაფერი მავიწყდება, როდესაც მათთან ვარ." - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ის.




ცნობილი ბლოგერის, გურამ შეროზიას ცოლს წინა ქორწინებიდან ჰყავდა შვილი, რომელიც გურამმა შეიყვარა და საკუთარ შვილად მიიღო. "მე ბედნიერი ბიჭი ვარ და ის, რაც ვინმესთვის სირცხვილი შეიძლება იყოს – მეამაყება! " - ამბობს ის.

2018 წლის 10 ივლისს გურამი გოგონას მამა გახდა. ბლოგერმა ბავშვის დაბადებისთანავე საჯარო პოსტი დაწერა სოცქსელში:
"ათი ივლისი... დღე, რომელიც უჩვეულოდ, განსაკუთრებულად და სრულიად განსხვავებულად თენდება. დღე, როცა სამყარო უფრო ფერადი, პოზიტიური და ოპტიმისტურია. დღე, როცა უსასრულო ლოდინს ბოლო მოეღო: დღე, როცა მამა გავხდი. მაღალი, მსუქანი 4.2 კგ, არაპუნქტუალური და წაბლისფერთმიანი ელენას მამა. ძალიან ივაჟკაცეს ექიმებმა. დიდი მადლობა ლიკა ლუაშვილს და იმედის კლინიკას. ახლაც ცოტა შოკში ვარ და ბევრ, უცნაურ და აქამდე განუცდელ შეგრძნებებს განვიცდი... მადლობა გულშემატკივრობისთვის!".


ბლოგერი ხშირად აკრიტიკებს სექსისტურ დამოკიდებულებას ნებისმიერ საკითხში, მით უმეტეს, როცა საქმე შვილებს ეხებათ. გურამ შეროზია ყოველთვის მოუწოდებს მკითხველს თანასწორობისკენ. ის მიიჩნევს, რომ შვილის აღზრდაში დედა და მამა თანაბრად უნდა იყვნენ ჩართულნი.


თორნიკე კვერენჩხილაძეს ორი გოგონა ჰყავს. კითხვაზე, როგორი მამა ხარ? ის პასუხობს: "ბაღში დავაგვიანე და ტასო უკვე ბაღიდან გამოყვანილი დამხვდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მთლად კარგი მამაც ვერ ვარ..." თუმცა ვინც მას იცნობს, ან თუნდაც თვალს ადევნებს სოცქსელში მის პოსტებსა და ინტერვიუებს, ამ სიტყვებს ყველა მის თავმდაბლობასთან დააკავშირებს. ცხადია, ასეთი ცნობილი და წარმატებული ჟურნალისტისთვის რთულია დიდი დროის გატარება ოჯახის წევრებთან, თუმცა თორნიკე ცდილობს, თავისუფალი დრო ნაყოფიერად გამოიყენოს ბავშვებთან ურთიერთობისთვის. "მძინარე დედა-შვილს რომ ვხედავ, ვხვდები, რომ ამქვეყნად ყოფნა ღირს" - ამბობს ტელეწამყვანი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ყოფილი ფეხბურთელი, ბიზნესმენი და დედაქალაქის მერი კახი კალაძე ცოტა ხნის წინ მეოთხე ბიჭის მამა გახდა. „ჩემი დაკავებულობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ანუკა უფრო ხშირად არის ბავშვებთან, უფრო დიდ დროს უთმობს. მე მაქსიმალურად ვცდილობ, როგორც კი მაქვს თავისუფალი დრო, ოჯახთან და ბავშვებთან ერთად გავატარო, თუმცა მგონია, რომ არ არის საკმარისი და უფრო მეტი დრო უნდა გავატარო. იშვიათად გამომყავს ბავშვები სკოლიდან. ძალიან უხარიათ ხოლმე. ძირითადად, დედიკოს გამოჰყავს“ - ამბობს კახი კალაძე. როგორც ამბობენ, კახი კარგი მამა და ქმარია. ამაზე მისი "ინსტაგრამის" ფოტოებიც მეტყველებს.


დაათვალიერეთ კახის შვილებთან გადაღებული ფოტოები

სანდრო კაკულია საზოგადოებამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" "სანდრექსას" როლით გაიცნო და შეიყვარა. სანდრო, როგორც თვითონ ამბობს, თავს პოპულარობამდე უკეთესად გრძნობდა. ის ზოდიაქოს ნიშნით თევზებია, ისევე, როგორც მისი 8 წლის ქალიშვილი ელენე. "ორივე თევზები ვართ და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ჰოროსკოპის მჯერა. ადამიანებს ჰოროსკოპის ნიშნით ამოვიცნობ ხოლმე. ელენეც გიჟდება კითხვაზე და კითხვის დროს შექმნილ ინტიმზე. ძილის წინ ვრთავთ სანათს და ძალიან მქრქალ შუქზე საბნის ქვეშ ვიმალებით, ვკითხულობთ და ელენეს ეს ყველაფერი ძალიან უყვარს. არტისტული ბავშვია. კარგად მღერის. დედაჩემი მხატვარია და ელენეც ხატავს." - ჰყვება შვილზე სანდრო კაკულია.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31