ოჯახი
როგორ გამოიყურება ორსული მარიამ სანოგო (ფოტო)
როგორ გამოიყურება ორსული მარიამ სანოგო (ფოტო)
აფრიკული წარმოშობის, საქართველოში გაზრდილი მოდელი მარიამ სანოგო, მისი ეგზოტიკური გარეგნობის გამო ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცეოდა.
17 წლისა თაკო ჩხეიძის სამოდელო სააგენტოს სახე გახდა და მას შემდეგ პოდიუმზე მყარად მოიკიდა ფეხი.



არც ისე დიდი ხნის წინ ახალი ამპლუაც მოირგო, "იმედზე" საინფორმაციო გამოშვების დასასრულს, მაყურებელს ამინდის პროგნოზს აცნობს.


მარიამის წარმომავლობა განსაკუთრებით დიდ
ინტერესს იწვევდა მაშინ, როცა ფერადკანიანი გოგონა ქართულად ყოველგვარი აქცენტის გარეშე გამართულად იწყებდა საუბარს. „მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი წარმოშობით აფრიკელია, კონკრეტულად კი, ბურკინა-ფასოდან, მე ქართველი ვარ, რადგან 17 წელია, აქ ვცხოვრობ.

დედამ და მამამ ერთმანეთი საფრანგეთში სწავლის დროს გაიცნეს. მეც იქ დავიბადე, მაგრამ წლი-ნახევრის ვიყავი, როცა საქართველოში ჩამოვედით. გარკვეული დროის შემდეგ ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მამა საფრანგეთში დაბრუნდა. მას შემდეგ საქართველოში არ ჩამოსულა. დედა პატარაობაშივე მიყვებოდა მის შესახებ, სად გაიცნო, როგორ დაიწყეს ურთიერთობა და ა.შ. მამა დედას ურეკავდა, ინტერესდებოდა ჩემი სწავლით, საქმიანობით. მოკლედ, ინფორმაციას ჩემ შესახებ დედასგან იღებდა. მე კი ფრანგული კარგად არ ვიცოდი და ვერ ვესაუბრებოდი", - ამბობდა მარიამი რამდენიმე წლის წინანდელ ინტერვიუში. გაგრძელება + ფოტო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30