უკვე მეორე წელი გავიდა მას მერე, რაც ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ხმაურიანად გაშორდნენ ერთმანეთს და მას მერე განხილვის თემაა წყვილის ქონების გაყოფის თუ ბავშვებთან ურთიერთობების ამბავი.
ბავშვებისთვის ბრძოლა გრძელდება. მართალია, ენჯის სურდა, ბრედისთვის საერთოდაც მოეხსნა შვილებთან ურთიერთობის უფლება, თუმცა ამას ვერ მიაღწია. პიტი ანჯელინას არ აძლევს უფლებას, ბავშვები საზღვარგარეთ გაიყვანოს და ფილმებში მათ მონაწილეობაზეც არ აძლევს ყოფილ ცოლს თანხმობას.
ვნახოთ, ამასობაში როგორ გაიზარდნენ ბავშვები და რომელი რომელ მშობელთან ამჯობინებს ურთიერთობას.
1. შაილო ჯოლი-პიტი, 12 წლის
წყვილის პირველი ბიოლოგიური ქალიშვილი 2006 წლის 27 მაისს დაიბადა. შაილოს ერთი თავისებურება აქვს - იცვამს მხოლოდ ბიჭურად და ცოტა ხნის წინ სქესის შეცვლაზეც ალაპარაკდა. მშობლებმა ფსიქოლოგს მიმართეს და მან დაამშვიდა წყვილი, რომ ჯერ ადრეა ამ თემაზე ღელვა. როგორც დასავლური პრესა ამტკიცებს, მამის ასლი შაილო ოცნებობს, რომ მამასთან გადავიდეს საცხოვრებლად.
2. ვივიენ მარშელინი და ნოქს ლეონი, 10 წლისები
2008 წლის 12 ივლისს ენჯიმ ტყუპი გააჩინა - ვივიენი და ნოკსი. ბავშვების პირველი ფოტო ჟურნალ "ჰელოუს" წყვილმა 14 მილიონ დოლარად მიჰყიდა და ამ თანხის დიდი ნაწილი ქველმოქმედებას მოახმარა. ბავშვები 2014 წელს დედასთან ერთად ზღაპარ "მალეფისენტაში" გამოჩნდნენ, თუმცა მეორე ნაწილში გადაღება მამამ აუკრძალათ. გაგრძელება + ფოტო