როგორ გადაუხადა გიორგი ბახუტაშვილმა 3 წლის ქალიშვილს დაბადების დღე (ფოტო)
როგორ გადაუხადა გიორგი ბახუტაშვილმა 3 წლის ქალიშვილს დაბადების დღე (ფოტო)
გიორგი ბახუტაშვილის და თაკო შოშიაშვილის ქალიშვილი ბეა 3 წლის გახდა. წყვილმა პატარა პრინცესას დაბადების დღე გასართობ ცენტრში გადაუხადა - ნათესავებისა და მეგობრების წრეში.

მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი და მისი მეუღლე თაკო შოშიაშვილი უკვე რამდენიმე წელია ერთად ცხოვრობენ და ერთად ზრდიან პატარა ქალიშვილ ბეას, რომელიც უკვე წამოიზარდა და ლამაზი გოგონაა, ისევე, როგორც
მისი მშვენიერი დედა თაკო. გიორგის მეუღლე მოდელია და ოპერატორი.

როგორც თაკო ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში: "გიორგი გადასარევი მამაა, მაქსამალურად ერთვება ყველაფერში; მეტიც, თავიდან ბეა რომ გაჩნდა, დაახლოებით ერთი თვე ხელში ვერ ამყავდა, მეშინოდა. ზოგადად, პირიქით ხდება, კაცებს ეშინიათ ჩვილებთან მიკარების, რომ არაფერი ატკინონ, რამე არ დაუშავონ, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში პირიქით მოხდა. არ ვიცი, რა მჭირდა. ალბათ, მშობიარობის შემდგომი უაზრო ფიქრების ბრალი იყო. მეგონა, რაღაცას აუცილებლად დავუშავებდი და ამიტომ ვერაფერს ვუკეთებდი. ერთადერთი, რაც იყო, ხელში დამაჭერინებდნენ და ვაჭმევდი. ღამე რომ იღვიძებდა, გიორგი უცვლიდა, მე ვედექი თავზე. მეჩხუბებოდა, დაიძინე, ღამეს რაღას ათენებ ტყუილადო, მაგრამ ვერ ვისვენებდი და თავზე ვედექი, გიორგი კი აბსოლუტურად ყველაფერს უკეთებდა, პამპერსსაც უცვლიდა და ხელითაც დაატარებდა აქეთ-იქით. ახლაც, როცა თავისუფალი დრო აქვს, მაშინვე სახლში გამორბის, სულ მოეჩქარება. როცა ბავშვი მასთანაა, არ ვღელავ. ყველაფერი იცის, ყველაფერს უკეთებს ისე, როგორც საჭიროა. სანამ ბეა გაჩნდებოდა, მანამდე ვიცოდი, რომ გიორგი ძალიან კარგი მამა იქნებოდა და ასეც არის".

იხილეთ ფოტოები დაბადების დღიდან
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

მსგავსი სიახლეები
16:50 / 23-04-2015
"ჩემი ცოლის დაქალების" ცოტნიკოს, იგივე გიორგი ბახუტაშვილის დაქორწინებიდან ერთი წელი გავიდა.
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
რას უნდა ნიშნავდეს სამაჯური, რომელსაც პრინცი მუდამ თან ატარებს?
11:05 / 17-07-2018
პრინც ჰარის საყვარელი სამაჯური აფრიკულ სტილში, რომელსაც იგი არასდროს იხსნის.
"პირველი მამაშვილური ფოტოსესია... მობრძანდა გოგო სახლში..."
10:46 / 13-07-2018
გურამ შეროზიას შვილის დაბადება საყოველთაოდ განიხილებოდა სოციალურ სივრცეში.
20 ცნობილი მამაკაცი, რომელიც შესანიშნავი მამა გახდა
15:11 / 09-07-2018
ცნობილი და სექსუალური მამაკაცები რადიკალურად იცვლებიან, როცა მამები ხდებიან. თავიანთი შვილებისთვის ისინი მზრუნველი მამიკოები არიან.
ტოპ-5 ადგილი თბილისში, სადაც შაბათ-კვირას სასიამოვნო დროს გაატარებთ
13:03 / 15-06-2018
ზაფხული უკვე დაიწყო და დამღლელი სამუშაო თუ არასამუშაო კვირის შემდეგ დასვენების დღეების სახლში გატარება ნელ-ნელა რთულდება.
რა აჩუქა დედოფალმა მეგან მარკლს?
10:45 / 15-06-2018
14 ივნისს დედოფალი ელიზაბეტი და მეგან მარკლი პირველ საერთო ოფიციალურ ვიზიტზე იყვნენ ჩეშირში Mersey Gateway Bridge-ის გახსნაზე.
პრინც ჯორჯისა და შარლოტას სახალისო ფოტოები ინტერნეტს იპყრობს
10:56 / 13-06-2018
გასულ კვირას პრინცმა უილიამმა Maserati Royal Charity Polo Trophy-ში მიიღო მონაწილეობა, რათა საკუთარი წვლილი შეეტანა Royal Marsden-ის საავადმყოფოსა და უსახლკაროთა დასახმარებელ საქველმოქმედო საქმიანობაში.
ვინ არის სამეფო ოჯახის ყველაზე მეამბოხე წევრი, რომელიც დედოფლის დაბადების დღის ცერემონიალის ჩაშლას ცდილობდა
11:27 / 12-06-2018
10 ივნისს დედოფლის დაბადების დღის ცერემონიალმა ერთი შეხედვით, უნაკლოდ ჩაიარა, თუმცა ტრადიციები არაერთხელ დაირღვა. დროებით მეგან მარკლი რომ დავივიწყოთ, ყველაზე პატარა მეამბოხე გოგონამ, დედოფლის 7 წლის შვილიშვილმა რამდენჯერმე „მოიპარა შოუ“.
მეგან მარკლი ჰერცოგინიას ამპლუაში სამეფო ოჯახთან ერთად ბუკინგემის სასახლეში პირველად გამოჩნდა
10:44 / 12-06-2018
მეგან მარკლი 10 ივნისს, დედოფლის 92-ე დაბადების დღის ცერემონიალს ახალ ამპლუაში შეუერთდა და სამეფო ოჯახთან ერთად ჰერცოგინიას სტატუსით პირველად გამოჩნდა.
ქალი სამჯერ უნდა გათხოვდეს და აი, რატომ
11:14 / 11-06-2018
ზოგჯერ ქალი ჯერ თხოვდება, შემდეგ იწყებს ქმრის გაცნობას. უმეტესობა ვერ უძლებს იმ რეალობას, რომელსაც პირისპირ ეჯახება და ოჯახი ინგრევა, ზოგჯერ ორჯერაც.
ლამაზი ქალის ამბავი, რომელიც საკუთარ თავზე დაქორწინდა
11:55 / 04-06-2018
ეიფელის კოშკს უამრავი საქორწინო ცერემონიალი უნახავს.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31