ოჯახი
მეგან მარკლი ჰერცოგინიას ამპლუაში სამეფო ოჯახთან ერთად ბუკინგემის სასახლეში პირველად გამოჩნდა
მეგან მარკლი ჰერცოგინიას ამპლუაში სამეფო ოჯახთან ერთად ბუკინგემის სასახლეში პირველად გამოჩნდა
მეგან მარკლი 10 ივნისს, დედოფლის 92-ე დაბადების დღის ცერემონიალს ახალ ამპლუაში შეუერთდა და სამეფო ოჯახთან ერთად ჰერცოგინიას სტატუსით პირველად გამოჩნდა. დედოფალი ბუკინგემის სასახლის აივანზე ჩარლის გვერდით ღიმილით იდგა. შეგახსენებთ, რომ მან რამდენიმე კვირის წინ კატარაქტის ოპერაცია გაიკეთა.





დედოფლის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალს 7500 სტუმარი ესწრებოდა. ჩატარდა აღლუმი 1400 გვარდიელისა და
კავალერისტის მონაწილეობით, რომელთა გულმკერდს ოქროსა და ვერცხლის მედლები ამშვენებდა.


ჰარიმ და მეგანმა ერთად ისეირნეს ცხენებით. ცხენზე ჯირითი მოულოდნელი შემთხვევით დასრულდა ლორდ გუთრიესთვის, რომელიც შეუძლოდ გახდა და გადმოვარდა.


















მეგანი და ჰარი ქორწილის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილან. როგორც ამბობენ, ისინი მარტო ყოფნით ტკბებოდნენ.





FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი