ძიძის გარეშე ვერც სამეფო კარის შვილები იზრდებიან. ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის შვილების ძიძაზე უამრავს საუბრობენ, მას რეალურ მერი პოპინსსაც უწოდებენ.
მომავალი მონარქის ძიძა მარია ტერეზა ტურიონ ბორალო 47 წლისაა. ბრიტანეთის სამეფო ოჯახში უკვე 4 წელია მუშაობს. როდესაც ქეითმა და უილიამმა ის ძიძად აიყვანეს, ჯორჯი 7 თვის იყო.
მარია ბრიტანეთის ძიძების მოსამზადებელი კოლეჯის კურსდამთავრებულია, რომელიც ნორლენდში გაიარა. სკოლა საკმაოდ ძველია, დაახლოებით 125 წლის წინ დაარსდა. ეს ყველაზე პრესტიჟული კოლეჯია მთელ მსოფლიოში, რომელიც ძიძებს სამეფო ოჯახებისა და პირველი პირებისთვის ამზადებს. ბრიტანეთში ხუმრობენ, მერი პოპინსი რომ რეალური ყოფილიყო, ის აუცილებლად ნორლენდის კოლეჯის კურსდამთავრებული იქნებოდაო.
პედაგოგიკის, ფსიქოლოგიისა და მედიცინის საკითხების გარდა, ძიძებს აქ დიეტოლოგიასაც ასწავლიან, საბრძოლო ხელოვნებასაც და ექსტრემალურ პირობებში ლაშქრობასაც. იციან თხილამურების მართვა, ჯირითი და თევზაობაც კი. ეხერხებათ უმაღლეს დონეზე საბავშვო დღესასწაულების მოწყობა, საბავშვო ეტლით კი შეუძლიათ მოიგერიონ საშიში თავდამსხმელიც.
კოლეჯი ბათში მდებარეობს და მომზადების მაღალი სტანდარტებით მსოფლიო მასშტაბით არის ცნობილი. გაგრძელება + ფოტო