21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება.
უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა. წინდას ქრომოსომის ფორმა აქვს, 21-ე ქრომოსომის გასამება კი დაუნის სინდრომის გამომწვევი მიზეზია.
საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია წელს უკვე მე-7-ედ უერთდება მსოფლიო კამპანიას, რომლის სლოგანია: “რას ვმატებ საზოგადოებას”. მის მიზანს კი წარმოადგენს დაუნის სინდრომის მქონე პირთა მხარდაჭერა ცხოვრების ყველა ეტაპზე. (ვრცლად)
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სოციალურ ქსელში მეუღლის და შვილის, პატარა თემოს ფოტო გამოაქვეყნა.
"ვუერთდებით ჭრელი წინდების კამპანიას #წინდამინდა!