სამეფო ოჯახის 8 არასტანდარტული წესი
სამეფო ოჯახის 8 არასტანდარტული წესი
ერთი მხრივ, მეფე თითქოს ყოვლისშემძლეა, მაგრამ მეორე მხრივ, საოცარ, ზოგჯერ ღიმილისმომგვრელ კანონებს უნდა დაემორჩილოს.
სამეფო ოჯახის წევრებს ვერავინ მიმართავს მეტსახელით და სახელის შემოკლებული ფორმით. მიმართვა "ლედი დი" საოცრად შეურაცხმყოფელი იყო სამეფო ოჯახისთვის.


დაუშვებელია, პრინცებმა ერთი თვითმფრინავით იმგზავრონ. ტრაგედიის შემთხვევაში სამეფო მემკვიდრის გარეშე დარჩება.


ოფიციალურ შეხვედრაზე ბიჭებს მუდამ შორტი უნდა ეცვათ,
რადგან შარვალი ზრდასრული მამაკაცის სამოსია. გოგონებს - კაბა და კარდიგანი.


სამეფო ოჯახის ყველა ჩვილი, სქესის მიუხედავად, ერთნაირ კაბაში უნდა მოინათლოს. მისი პირველი ნიმუში 1841 წელს შეიქმნა და 2003 წლამდე გამოიყენებოდა. მისი დიზაინი და თარგი დღემდე არ შეცვლილა.


სამეფო ოჯახის წევრებს ეკრძალებათ "მონოპოლიის" თამაში. ამ უწყინარმა, მაგრამ აზარტულმა თამაშმა შეიძლება ისინი ერთმანეთს გადაკიდოს.


დედოფალი ჭამას რომ მორჩება, სხვას სადილობის გაგრძელების უფლება არა აქვს. გარდა ამისა, დედოფალი ყველგან პირველი უნდა მიდიოდეს, რათა სხვების ზურგებს არ უყუროს.


მგზავრობისას სამეფო ოჯახის წევრს შავი ფერის სამოსი უნდა ეცვას. დავუშვათ, მისი არყოფნის დროს ვინმე რომ გარდაიცვალოს, ის უკვე სამგლოვიარო სამოსში იქნება ჩაცმული. სხვათა შორის, შავი ფერის სამოსის ჩაცმა სამეფო წვეულებებზე დაუშვებელია. ამ წესს მხოლოდ პრინცესა დიანა არღვევდა.


მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ოჯახის წევრებს ყველგან იცნობენ, მათ პასპორტები მუდამ თან უნდა ჰქონდეთ. უპასპორტოა დედოფალი ელისაბედი. თავისი თავისთვის პასპორტის აღების უფლებას ვერ გასცემს. საკუთარი ვინაობის დასამტკიცებლად შეუძლია ინგლისური ვალუტის რომელიმე კუპიურა წარმოადგინოს.


სამეფო ოჯახში ორი ბავშვის ყოლის ტრადიცია არსებობს, რომელიც კემბრიჯის ჰერცოგინია კეიტმა დაარღვია. იგი მესამე შვილს ელოდება. ბავშვის სქესის გამხელა დაუშვებელია, მაგრამ ამბობენ, რომ გოგონა დაიბადება.

რუსუდან გელაშვილი

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ტოპ-5 ადგილი თბილისში, სადაც შაბათ-კვირას სასიამოვნო დროს გაატარებთ
13:03 / 15-06-2018
ზაფხული უკვე დაიწყო და დამღლელი სამუშაო თუ არასამუშაო კვირის შემდეგ დასვენების დღეების სახლში გატარება ნელ-ნელა რთულდება.
რა აჩუქა დედოფალმა მეგან მარკლს?
10:45 / 15-06-2018
14 ივნისს დედოფალი ელიზაბეტი და მეგან მარკლი პირველ საერთო ოფიციალურ ვიზიტზე იყვნენ ჩეშირში Mersey Gateway Bridge-ის გახსნაზე.
პრინც ჯორჯისა და შარლოტას სახალისო ფოტოები ინტერნეტს იპყრობს
10:56 / 13-06-2018
გასულ კვირას პრინცმა უილიამმა Maserati Royal Charity Polo Trophy-ში მიიღო მონაწილეობა, რათა საკუთარი წვლილი შეეტანა Royal Marsden-ის საავადმყოფოსა და უსახლკაროთა დასახმარებელ საქველმოქმედო საქმიანობაში.
ვინ არის სამეფო ოჯახის ყველაზე მეამბოხე წევრი, რომელიც დედოფლის დაბადების დღის ცერემონიალის ჩაშლას ცდილობდა
11:27 / 12-06-2018
10 ივნისს დედოფლის დაბადების დღის ცერემონიალმა ერთი შეხედვით, უნაკლოდ ჩაიარა, თუმცა ტრადიციები არაერთხელ დაირღვა. დროებით მეგან მარკლი რომ დავივიწყოთ, ყველაზე პატარა მეამბოხე გოგონამ, დედოფლის 7 წლის შვილიშვილმა რამდენჯერმე „მოიპარა შოუ“.
მეგან მარკლი ჰერცოგინიას ამპლუაში სამეფო ოჯახთან ერთად ბუკინგემის სასახლეში პირველად გამოჩნდა
10:44 / 12-06-2018
მეგან მარკლი 10 ივნისს, დედოფლის 92-ე დაბადების დღის ცერემონიალს ახალ ამპლუაში შეუერთდა და სამეფო ოჯახთან ერთად ჰერცოგინიას სტატუსით პირველად გამოჩნდა.
ქალი სამჯერ უნდა გათხოვდეს და აი, რატომ
11:14 / 11-06-2018
ზოგჯერ ქალი ჯერ თხოვდება, შემდეგ იწყებს ქმრის გაცნობას. უმეტესობა ვერ უძლებს იმ რეალობას, რომელსაც პირისპირ ეჯახება და ოჯახი ინგრევა, ზოგჯერ ორჯერაც.
ლამაზი ქალის ამბავი, რომელიც საკუთარ თავზე დაქორწინდა
11:55 / 04-06-2018
ეიფელის კოშკს უამრავი საქორწინო ცერემონიალი უნახავს.
20 ყველაზე რომანტიკული ტატუ წყვილისთვის
17:44 / 29-05-2018
არსებობენ ის ადამიანები, რომლებსაც ძალიან უმართლებთ, რადგან მთელი ცხოვრების სიყვარულს პოულობენ. და რა თქმა უნდა, ამის რაიმე გზით აღნიშვნა სურთ.
კორეელი მხატვრის ილუსტრაციები, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ სიყვარული წვრილმანებშია
11:24 / 28-05-2018
კორეელი მხატვარი Puuung-ი წყვილის ცხოვრებას ილუსტრაციებში ასახავს.
სამეფო ქორწილები: როგორ გამოიყურებიან ჯვრისწერაზე სხვადასხვა ქვეყნის სამეფო ოჯახის წევრები
10:24 / 28-05-2018
მეგანი და ჰარი დავაქორწინეთ. გადავხედოთ სხვადასხვა ქვეყნის სამეფო ოჯახის წევრების ქორწილის ფოტოებს.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი