მკითხველის ისტორია: "მზად ვარ, ჩემი ქმრის დედას და ყოფილ ცოლს პატიების სათხოვნელად მუხლებში ჩავუვარდე..."
მკითხველის ისტორია: "მზად ვარ, ჩემი ქმრის დედას და ყოფილ ცოლს პატიების სათხოვნელად მუხლებში ჩავუვარდე..."
იცით, როგორ გრძნობს თავს კაცის მკვლელი? ამაზე ბევრს საუბრობენ თვითონ მკვლელებიც. მათ აპატიმრებენ, აწამებენ, სჯიან და ეს ყველაფერი მათ გასათავისუფლებლად. დიახ, სწორედ მათ ეხმარება ეს ყველაფერი. მათთვის ასეთი წამება ნეტარებაა. თქვენ არც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორი უბედურია ის, ვინც თავის დანაშაულს ბედნიერების მიღმა მალავს, ვინც ვერაფერს ამბობს და დუმს. დუმს, რადგან გვიანია დანაშაულზე ფიქრი. იმის აღიარებაც კი არ შეიძლება, რომ მან შესცოდა. გამოსწორების ერთადერთი გზა კი საკუთარი ბედნიერების შექმნაა.

მე ვარ ეს დამნაშავე. მე ვარ, ვინც მამა წაართვა 3 შვილს. ბავშვობის
სიყვარული ერთგულ ცოლს და შვილი დედას... მე არ ვიცი, როგორ შევძელი შევპარულიყავი მის ცხოვრებაში, ადგილი მეპოვა საკუთარი თავისთვის და ფეხი-ფეხზე გადადებულს მომეკალათა. მაშინ მხოლოდ საკუთარ თავზე და ჩვენზე ვფიქრობდი. ყველაფერი მარტივად მეჩვენებოდა. გადავწყვიტე, რომ მას ცოლი აღარ უყვარდა, ასე უნდა ყოფილიყო - რახან სხვა ქალისკენ გაიხედა, ე.ი. ცოლი აღარ სჭირდებოდა. არ მესმოდა, რომ ოჯახებს ხშირად აქვთ რთული პერიოდი. სწორედ ამ პერიოდით ვისარგებლე მეც და როგორც მარტო დატოვებულ სახლში შეიჭრება ხოლმე მძარცველი, ისე შევიჭერი ამ კაცის სულში.

როცა გავიცანი, არ ვიცოდი, ცოლი თუ ჰყავდა. ურთიერთობებში ყოველთვის დომინანტი ვარ და აქაც კაცის "შებმის" ჩვეულ მეთოდს მივმართე, თუმცა, როცა მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ გავიგე, უკვე აზარტში ვიყავი შეჭრილი და დაბოღმილმა მისი ბავშვობის სიყვარული, მისი ცოლი დუელში გამოვიწვიე. ამას მხოლოდ ახლა მივხვდი, მხოლოდ ახლა გავაანალიზე, რომ მე არასდროს მყვარებია ეს კაცი. მის მიმართ მქონდა მხოლოდ ლტოლვა და ერთადერთი, რაც სურვილს კიდევ უფრო მიმძაფრებდა, ვინც გზას მიღობავდა, მისი ცოლი იყო, რომელიც სასტიკად შევიძულე და ბრძოლის ველი ჩვენი კაცის გულში გავმართე. ქალმა ამის შესახებ, რა თქმა უნდა, არაფერი იცოდა. ცხოვრება ჩვეულ რიტმში მიედინებოდა მანამ, სანამ საყვარლიდან საცოლედ არ ვიქეცი.
არ ვიცი, როგორ გააგებინა ამის შესახებ ცოლს, რომელიც ახლაც გიჟდება ყოფილ ქმარზე; როგორ უთხრა დედას ან შვილებს, რომლებთან ურთიერთობის დალაგებასაც დღემდე უშედეგოდ ცდილობს.

ვიცი მხოლოდ ერთი - ახლა მე ვალდებული ვარ, ვიყო ამ კაცის ერთგული ცოლი და ვიზრუნო მის შვილებზე. მალე თავადაც დედა გავხდები. არ ვიცი, როგორ გავუმკლავდები ამ ყველაფერს. ნუთუ შვილს უნდა ვუთხრა, რომ დედამისი ქურდია, რომ მან მამას ყველაზე წმინდა ოჯახი დაუნგრია? მე მხოლოდ ახლა მესმის ჩემი ქმრის ცოლის. როცა დედობამდე სულ რაღაც ორი თვეა დარჩენილი, ახლა მესმის ჩემი ქმრის დედის. მზად ვარ, მუხლებში ჩავუვარდე და ყველაფრისთვის პატიება ვთხოვო მათ, მაგრამ რა აზრი ექნება ამ ყველაფერს?

დანგრეული ოჯახი აღარ აღდგება და დაინგრევა ჩვენიც, ჩვენი "რაღაც" როგორ შემიძლია, ჩვენს ურთიერთობას ოჯახი დავარქვა...

ერთადერთი, რაც დამრჩენია, ყოველდღე სწორედ ამ ოჯახური წარმოდგენის დადგმაა. თითქოს ერთმანეთზე შეყვარებული ორი ზრდასრული კაცი და ქალი ყველაფერს აკეთებენ საკუთარი ბედნიერებისთვის. თითქოს, მათ არ აინტერესებთ, რას იტყვის ხალხი, მათ ოჯახურ იდილიას ვერავინ და ვერაფერი დაანგრევს. ალბათ, ეს თამაში მაგრძნობინებს დანაშაულის გრძნობას, ალბათ, ჩემი სასჯელი ჩემი ბედნიერებაა...



კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
11:10 / 12-01-2018
ჩემს მეგობარზე მინდა გიამბოთ. არ ვიცი, რამდენად სწორად ვიქცევი, როცა სხვის ამბავს ასე დაუფარავად ვასაჯაროებ, მაგრამ ჩემი ერთადერთი მიზანი მისი დახმარებაა. მინდა, თავისი შეცდომები გააანალიზოს და გამოსწორების გზების ძიება დაიწყოს.
13:04 / 11-01-2018
მატარებლით იშვიათად ვმგზავრობ, მაგრამ რატომღაც იმ დღეს თბილისიდან ქუთაისში წასვლა სწორედ ასე გადავწყვიტე. ჩემ გვერდით 25 წლამდე ელეგანტური გოგონა დაჯდა. მისი სამყარო უფერული მომეჩვენა, მზერა - უიმედო.
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ტოპ-10 კომედია, რომელიც განწყობას აგიმაღლებთ
11:11 / 18-04-2018
წარმოგიდგენთ საუკეთესო კომედიური ჟანრის ფილმების ათეულს.
გუშინ ქმარმა მიმატოვა... ქორწინების 6 საიდუმლო, რომლის ცოდნასაც 10 წლის წინ ვისურვებდი
14:22 / 17-04-2018
წყნარი ოჯახური ცხოვრება, ბედნიერი და მშვიდი - უამრავი ქალის ოცნებაა. არსებობენ მამაკაცები, ვინც იმავეზე ოცნებობს. მაშინ რატომ ხდება ასე, რომ უამრავი ბავშვი არასრულფასოვან ოჯახში იზრდება? ადამიანები კი, რომლებსაც სულ ახლახან ერთმანეთი უყვარდათ, შორდებიან?
5 სერიალი, რომლებშიც საკუთარ თავს იპოვით და მოგინდებათ, რომ ის არასოდეს დასრულდეს
11:54 / 17-04-2018
5 სერიალი, რომლებიც ისე ჩაგითრევთ და ისე გაგხვევთ სხვა სამყაროში, რომ თქვენს ყველა იმედგაცრუებასა და ტკივილს დაგავიწყებთ. ამასთან, ისინი ძალიან ჰგავს ჩვენს ცხოვრებასაც. სწორედ ეს ხდის მათ განსაკუთრებულს:
დაათვალიერეთ სოფო გელოვანის სახლი
14:00 / 07-04-2018
მომ­ღე­რა­ლი სო­ფო გე­ლო­ვა­ნი მე­უღ­ლე ნო­დი ლან­დი­ას­თან და ორ ვაჟ­თან ერ­თად 2 წლის წინ საცხოვ­რებ­ლად ცალ­კე გა­და­ვი­და.
ახლოს, კიდევ უფრო ახლოს... საკმარისია! სწორად კოცნის 1940-იანი წლების ინსტრუქცია
12:29 / 29-03-2018
არაფერია პირველი კოცნის გამოცდილებაზე საშინელი. ეს მშფოთვარე გრძნობა, როცა წარმოდგენაც არ გაქვს, რა უნდა აკეთო...
7 რომანტიკული მელოდრამა - მათ დიდხანს ვერ დაივიწყებთ
12:10 / 27-03-2018
რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო, რომ დამქანცველი დღის ბოლოს საღამო სასიამოვნო ფილმის ყურებაში გაატაროთ. ჩვენ 7 რომანტიკული მელოდრამა შეგირჩიეთ.
"ბედნიერი ხართ თუ არა ქორწინებაში?" - გაეცით ამ 20 შეკითხვას პასუხი
14:05 / 23-03-2018
ეს კითხვარი საშუალებას მოგცემთ, გვერდიდან შეხედოთ თქვენს ცხოვრებას და გადაწყვიტოთ, თუ როგორ იმოქმედოთ.
მაკა ჩიჩუა და პატარა თემო  "ჭრელი წინდების" კამპანიის მხარდასაჭერად
11:50 / 21-03-2018
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება.
რამდენი ბავშვი უნდა იყოს იდეალურ ოჯახში? ქეით მიდლტონმა სამეფო ოჯახის ტრადიცია დაარღვია
15:47 / 20-03-2018
ბავშვი ოჯახში - ამაზე დიდი ბედნიერება, ალბათ, არ არსებობს. რამდენი შვილი უნდა ჰყავდეს იდეალურ ოჯახს?
კაბის ისტორია, რომელმაც ოჯახის ოთხი თაობა მოიარა
14:04 / 20-03-2018
1927 წელს გადაიღეს ფოტო, რომელზეც პატარა გოგონა ვარდისფერ კაბაშია გამოსახული. ამ ფოტომ დაუდო საფუძველი საოჯახო ტრადიციას, რომელიც უკვე 90 წელი გრძელდება.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი