მშობლებს ხშირად ძალიან უჭირთ განქორწინების შემდეგ თბილი ურთიერთობების შენარჩუნება.
ეს მამაკაცი ბოსტონში ცხოვრობს, ორი ბიჭის მამაა და თვლის, რომ შვილების აღზრდა გაცილებით მნიშვნელოვანია ცოლ-ქმრის პრეტენზიებზე.
ბილი ფლინის და მისი ცოლის ურთიერთობა ვერ აეწყო. მოცემულ მომენტში ისინი განქორწინებულები არიან. მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს ბილს, სამაგალითო მამა იყოს...
ის მიიჩნევს, რომ დადებით გავლენას მოახდენს შვილების სამომავლო დამოკიდებულებაზე ქალებთან.
"დღეს ჩემი ყოფილი ცოლის დაბადების დღეა. ადრე ავდექი, ვიყიდე ყვავილები, საჩუქარი, მივედი სახლში და ბავშვებთან ერთად მოვუმზადე მას საუზმე" - წერს ბილი Facebook-ში.
ბილის სიტყვებით, ის ხშირად აწყდება ნაცნობების მხრიდან გაუგებრობას. "ხშირად მეკითხებიან, რატომ ვიქცევი ასე. მე და ჩემი ცოლი ხომ დიდი ხანია დავშორდით... ეს შეკითხვა ძალიან მაღიზიანებს."
ბილი თვლის, რომ ბიჭების აღზრდაში აუცილებელია, ჩამოუყალიბო მათ სწორი მიმართულება იმაზე, თუ როგორ უნდა მოექცე ქალს.
"მე ორ პატარა მამაკაცს ვზრდი. ჩემი დამოკიდებულება მათ დედასთან გავლენას ახდენს მათ აღქმაზე და ქალის და მამაკაცის დამოკიდებულების საკითხის სწორად გაგებაზე. თუ თქვენ არ შეგიძლიათ აჩვენოთ შვილებს ცოლთან ნორმალური დამოკიდებულების მაგალითი, საკუთარ თავს დააბრალეთ შედეგები... უბრალოდ ამ ყველაფერზე მაღლა უნდა დადგეთ. აღზარდეთ წესიერი ბიჭები, აღზარდეთ ძლიერი გოგონები, სამყაროს ისინი სჭირდება!"
წყარო: Facebook user Love That Matters