ოჯახი
„რაღაც, არ გგავს შენ...“ - 10 ფრაზა, რომელიც ახალგაზრდა დედებს სძულთ!
„რაღაც, არ გგავს შენ...“ - 10 ფრაზა, რომელიც ახალგაზრდა დედებს სძულთ!
1. დატკბი ყოველი წუთით

შვილის გაჩენას ბედნიერებასთან ერთად უამრავი პრობლემა მოაქვს. ნუთუ ძნელია იმის მიხვედრა, რომ დედა იღლება, ყოველდღიურად უამრავი საზრუნავი აქვს და საკუთარ თავს იდანაშაულებს, რომ იდეალური დედა ვერაა. უმჯობესია, უთხრათ: "ყველა სირთულის მიუხედავად ხომ მაინც ღირდა შვილის გაჩენა?"

2. დაიძინე ბავშვთან ერთად

როგორ უნდა დაიძინო, როცა უფროსი შვილები გყავს
მოსავლელი ან სახლია დასალაგებელი, სარეცხი გასარეცხი და სადილი მოსამზადებელი?!

3. დიდხანს აჭამე ძუძუ

საუკეთესო მიზეზია, დედა აატიროთ. თუ თავად არ გყავდათ ბავშვი ბუნებრივ კვებაზე, ვერ მიხვდებით, რა პრობლემები შეიძლება მას ახლდეს. უმჯობესია, გაჩუმდეთ.

4. შენთვის ყავა ან ღვინო შეიძლება?

თუ დედა თვლის, რომ უნდა დალიოს, ნუ შეუჭამთ ტვინს „შხამიანი კითხვებით“.

5. ორი წუთით შემოგირბენ

და ნუ გაჩერდებით საათობით. დედას დასვენება და გამოძინება სჭირდება. ან დაეხმარეთ საოჯახო საქმეებში, ან საჩუქარი მიართვით და მალე დაემშვიდობეთ.

6. გახსოვს, როგორ ცხოვრობდი შვილის გაჩენამდე?

სამშობიაროდან გუშინ გამოსულ დედას ამნეზია არ ჰქონია...

7. რაღაც, არ გგავს შენ...

საშინელი ფრაზაა ნერვული დედისთვის. უმჯობესია, უთხრათ, რომ საოცარი, საყვარელი ბავშვი ჰყავს.

8. ჩემს ბავშვს პირველივე ღამიდან 12 საათი სძინავს

ყველა ჩვილს ასე რომ ეძინოს, დედებიც გამოძინებულები და დასვენებულები იქნებოდნენ.

9. რეჟიმი უკვე ჩამოგიყალიბდათ?

1 კვირის ჩვილი როგორ უნდა იყოს რეჟიმში?

10. რას აკეთებ მთელი დღეები?

ეს მამაკაცების საყვარელი კითხვაა და კიდევ იმ შეუგნებელი ხალხის, ვინც არ იცის, რა სირთულესთანაა დაკავშირებული ჩვილის მოვლა.

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი