ბოლო პერიოდში რელიგიური თემაზე გავრცელებული არც ისე სასიამოვნო ინფორმაციები, გარკვეულ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე.
უფროს ადამიანებს გვაქვს ანალიზის უნარი და შეგვიძლია ესა თუ ის ამბავი ფილტრში გავატაროთ, სამაგიეროდ, რთულ სიტუაციაში ვარდებიან ბავშვები, მოზარდები, რომლებიც მსგავსმა ინფორმაციებმა შესაძლებელია, მარტივად დააბნიონ და დააბრკოლონ. ჩვენ სალომე გოგიაშვილსა და თამრიკო ჭოხონელიძეს დავუკავშირდით იმის გასარკვევად, თუ როგორ იცავენ შვილებს მსგავი სიტუაციებიდან და ზოგადად, რამდენად ახერხებენ იცხოვრონ ეკლესიურად.
თამრიკო ჭოხონელიძე:
- სანამ ბავშვს ეკლესიაში მივიყვანთ, მანამდე ოჯახმა უნდა მოამზადოს ის ამისთვის, თუნდაც ათი მცნების შესახებ მანამდე უნდა იცოდეს ბავშვმა, სანამ ეკლესიაში მივა. ის, რომ მშობლებს პატივი უნდა სცეს, შური რომ ცუდია და ა.შ. მანამდე უნდა მივაწოდოთ დოზირებულად, მაგალითების მეშვეობით, ზღაპრის დონეზე. მე შეძლებისდაგვარად შევეცადე, ასე მომემზადებინა ჩემი შვილები და მერე შევედით ტაძარში. 1996 წელს ავიყვანე მოძღვარი, იმ დროს ჩემი შვილები ძალიან პატარები იყვნენ, ჯერ მე დავიწყე ეკლესიურად ცხოვრება, თანდათან შემომიერთდნენ ჩემი შვილები. მახსოვს, როგორ მშვიდად და აუღელვებლად ათქმევინა მამაომ აღსარება. ბავშვების დათრგუნვა ამ გარემოში არაფრით არ შეიძლება. მაპატიოს ყველამ და მე მეორე მხარის მიდგომასაც ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევ, იმიტომ, რომ არსებობს ბევრი ხელის შემშლელი პირობა. შესაძლოა შენ სახლში დიდი რუდუნებით, სიფრთხილით, დოზირებულად ცდილობ, მიაწოდო შენს შვილს რელიგიური საკითხები, თუნდაც ეკლესიური ცხოვრების დეტალები, იმიტომ, რომ შემდეგ ძალდატანებით, რაც არასწორია, არ მოგიწიოს მისი ტაძარამდე მიყვანა და თავად გაუჩნდეს ამის სურვილი, მაგრამ ხანდახან ტაძრებიდან წინაღობას, საპირისპირო დამოკიდებულებას ვხვდებით, თუნდაც იმ დოგმების სახით, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია და ვაპროტესტებ. ვგულისხმობ იმ დაწესებულ ჩარჩოებს, რაც ეხება სანთლის ჩაქრობას, ეკლესიის ამა თუ იმ დგილზე დგომა-გავლას, იქ არ გაიარო, ეს ასე არ დადო და ა.შ. გაგრძელება