დღეს ძალიან იშვიათია მყარი და ბედნიერი ოჯახის ნახვა, ვარსკვლავურ წყვილებში კი საერთოდ – უნიკალურია.
საოცარია, მაგრამ რამდენიმე ცნობილმა წყვილმა წლების შემდეგაც შეინარჩუნა სიყვარული და მყარი ოჯახი. მაშ ასე, ყველაზე მყარი ოჯახის მქონე 10 ვარსკვლავური წყვილი:
მერილ სტრიპი და დონ ჰამერი – 37-წლიანი ქორწინება
1980 წელი 2015 წელი
არქიტექტორი დონ ჰამერი და ოსკაროსანი მსახიობი მერილ სტრიპი უკვე 37 წელია ბედნიერ ქორწინებაში იმყოფებიან. მეუღლეებს ჰყავთ 3 ქალიშვილი, რომლებიც დედის კვალს მიჰყვებიან და მსახიობები არიან – მემი, გრეისი, ლუიზა და ასევე, ვაჟი ჰენრი, რომელმაც მუსიკოსობა არჩია. მრავალწლიანი ურთიერთობის საიდუმლოდ მერილი ერთმანეთის მოსმენას და გაგებას მიიჩნევს.
დევიდ და ვიქტორია ბექჰემები, 16-წლიანი ქორწინება
1999 წელი 2015 წელი
ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ წყვილს ბევრჯერ ჰქონია რთული პერიოდი, მაგალითად, როცა ცნობილ ფეხბურთელს ღალატში ამხელდნენ, მაგრამ ვიქტორია ქმარს ასეთ დროსაც გვერდში დაუდგა და 15 წლის შემდეგ ბექჰემები ისევ ისეთი ბედნიერები არიან, როგორც პირველად. ისინი 4 შვილს ზრდიან.
ჰიუ ჯეკმანი და დებორა-ლი ფერნესი, 19-წლიანი ქორწინება
1997 წელი 2014 წელი
ჰიუ ჯეკმენი და მისი მეუღლე დებორა-ლი ფერნესი პირველად ავსტრალიაში, 1995 წელს შეხვდნენ ერთმანეთს და ერთ წელში დაქორწინდნენ. მათ შორის ასაკში სხვაობა 13 წელია (ცოლია უფროსი ქმარზე), თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მათთვის, მყარი ოჯახი შეექმნათ. ამის ერთადერთ საიდუმლოდ ცოლ-ქმარი სიყვარულსა და ერთმანეთის პატივისცემას ასახელებს.
კურტ რასელი და გოლდი ჰოუნი, 32-წლიანი ქორწინება
1989 წელი 2014 წელი
ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მყარი ოჯახი. წყვილი დღემდე არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფება და არც ჩქარობენ ქორწინების დარეგისტრირებას. გოლდის აზრით, ხანგრძლივი ურთიერთობა და ქორწინება – ერთი და იგივე არ არის, ამიტომაც არ უნდა ავურიოთ ისინი ერთმანეთში. "ყველაზე ფასეული – ეს არა ქორწინება, არამედ ის არის, რომ მე მიყვარს და ვუყვარვარ" – დარწმუნებულია მსახიობი.
ბონო და ელისონ ჰიუსონი, 33-წლიანი ქორწინება
1980 წელი 2014 წელი
რთული დასაჯერებელია, მაგრამ ბონომ და მისმა მომავალმა მეუღლემ ერთმანეთი სკოლაში გაიცნეს, მაშინ, როცა ჯერ კიდევ 15-16 წლისანი იყვნენ. მომღერლის თქმით, ოჯახურ ურთიერთობას ზუსტი მიმართულება სჭირდება, მისი ცოლი კი – შესანიშნავი მენეჯერია.
სარა ჯესიკა პარკერი და მეთიუ ბროდერიკი, 18-წლიანი ქორწინება
1993 წელი 2015 წელი
წყვილმა ერთმანეთი 1990-იან წლებში, ორივეს კარიერის დასაწყისში გაიცნო. არაერთი გამოცდის შემდეგ, რომელთა შორისაც სარა ჯესიკას პოპულარობის ზენიტი იყო ("სექსი დიდ ქალაქში" გამოსვლის შემდეგ), ისინი დღემდე მოსიყვარულე და ბედნიერ წყვილად რჩებიან. ცოლ-ქმარი 3 შვილს ზრდის.
ჯონ ტრავოლტა და კელი პრესტონი, 24-წლიანი ქორწინება
1991 წელი 2015 წელი
ჯონიმ და კელიმ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როცა კელი ჩარლი შინის ცოლი იყო. თუმცა ამას არ შეუშლია ხელი ტრავოლტასთვის, ქალის გული დაეპყრო და წყვილმა 1991 წელს იქორწინა. 2009 წელს უფროსი ვაჟის ტრაგიკულმა სიკვდილმა კიდევ უფრო დააკავშირა ერთმანეთთან ცოლ-ქმარი. ახლა ისინი 2 შვილს ზრდიან, რომელთა შორისაც ყველაზე უმცროსი 2010 წელს მოევლინა ქვეყანას.
ტომ ჰენკსი და რიტა უილსონი, 27-წლიანი ქორწინება
1995 წელი 2015 წელი
"რად გინდა ცოლი, თუკი ასე გიყვარს მარტოობა?" – ჰკითხა რიტა უილსონმა თავის მომავალ მეუღლეს, როცა მან ხელი სთხოვა. "მართალია, ამ ცხოვრებაში ორი რამ მიყვარს ყველაზე მეტად – მარტოობა და შენ. არც კი მიფიქრია, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ ორივე ჩემი სიყვარული მშვენივრად ეწყობა ერთმანეთს", - უპასუხა მსახიობმა.
მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი, 15-წლიანი ქორწინება
2000 წელი 2015 წელი
მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა, მათ შეძლეს მყარი ოჯახი შეექმნათ და 2 შვილი გაეჩინათ. კეტრინი ქმარს ყველაზე მძიმე წუთებში, მძიმე სენის დაძლევაში დაეხმარა.
უილ სმიტი და ჯადა პინკეტ-სმიტი, 17-წლიანი ქორწინება
2003 წელი 2015 წელი
უილი და ჯადა პირველად ერთმანეთს 1995 წელს შეხვდნენ. ჯადა უილ სმიტის გმირის შეყვარებულის როლზე ქასტინგს გადიოდა. როგორც ყველა ცოლქმრულ ურთიერთობაში, მათაც ჰქონიათ ბევრი აღმაფრენისა და დაცემის პერიოდი, მაგრამ ურთიერთობაზე გამუდმებულმა ზრუნვამ და ნდობამ ოჯახი დღემდე შეანარჩუნებინათ.