ფსიქო
20 რამ, რაც უნდა გააკეთოთ ახლა, რათა 50 წლის ასაკში თავი იდეალურად იგრძნოთ
20 რამ, რაც უნდა გააკეთოთ ახლა, რათა 50 წლის ასაკში თავი იდეალურად იგრძნოთ
ერთ-ერთმა ინტერნეტსაიტმა ათასობთ 50 წელს გადაცილებული ადამიანი გამოკითხა. მათ ერთი კითხვა ჰქონდათ: რა უნდა გააკეთოს 30 წლის ადამიანმა, რომ 20 წლის შემდეგ თავი ბედნიერად იგრძნოს. მათ საჭირო, მარტივი და ბრძნული პასუხები გაგვცეს და დროა, უფროსების რჩევები გავითვალისწინოთ.

1. დაანებეთ თავი მოწევას

Image result for smoking woman gif
50 წლის ასაკში თქვენი თავის ნახვა რომ შეგეძლოთ. დღესვე
დაანებებდით თავს მოწევას. ეს ძვირი სიამოვნებაა, უსიამოვნო სუნი აქვს და 100 პროცენტით გაგიუარესებთ ჯანმრთელობას. იქნებ, ყური დაგეგდოთ ამ რჩევისთვის?..

2. შეინარჩუნეთ (აღადგინეთ) კარგი ურთიერთობა მშობლებთან, და-ძმებთან.

Image result for sisters  gif
იმ შემთხვევაში კი, თუ ოჯახის წევრებთან დაძაბული ურთიერთობა გაქვთ. თქვენ მათი, მათ კი თქვენი გაგება უჭირთ, ეცადეთ, გამოასწოროთ სიტუაცია. ოჯახური ურთიერთობები ყველაზე მნიშვნელოვანი კავშირია ამქვეყნად. აღადგინეთ ურთიერთობა ნათესავებთან და ცოტა ხანში მიხვდებით, რა სიმდიდრის პატრონიც ხართ.

3. ისარგებლეთ მზისგანდამცავი კრემით

Image result for woman beach gif
თუ არ გსურთ გამომშრალი, ნაოჭებიანი, აგრეცლილი და გათხელებული კანი გაგიხდეთ, პლაჟზე გასვლის წინ აუცილებლად წაისვით მზისგან დამცავი კრემი.

4. ივარჯიშეთ, - ეს ნამდვილად აუცილებელია

Image result for woman fitness  gif
აქტიური ცხოვრების წესი დაბერების საშუალებას არ მოგცემთ. ნუ მოიმატებთ წონაში. ყოველდღიურად ივარჯიშეთ. აკონტროლეთ კვებისა და ძილის რეჟიმი.

5. ისწვლეთ ფულის შეგროვება. თუნდაც მცირე ხელფასი გქონდეთ

Image result for woman money  gif
ბანალური და მოსაწყენი რჩევა გგონიათ? შეიძლება გაიფიქროთ: რა უნდა დააგროვოს ადამიანმა, როცა თვიდან თვემდე ძლივს ჰყოფნის ხელფასი. მცირე თანხაც რომ დააგროვოთ, 50 წლის ასაკში მიხვდებით, რა ჭკვიანურად მოიქეცით 20 წლის წინ.

6. იყავით კმაყოფილი იმით, რაც გაქვთ

Image result for woman happy gif
ბედნიერება წარმატებასა და დიდებაზე დასაფასებელი გრძნობაა. წუწუნის ნაცვლად დატკბით იმით, რაც გაქვთ და თავს ნამდვილად ბედნიერ ადამიანად იგრძნობთ.

7. ნუ გადადებთ მიზნების განხორციელებას მომავლისთვის

Image result for woman home  gif
ბინის ყიდვა გინდათ, თუ წიგნის დაწერა? ბიზნესის წამოწყება, თუ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლა? ნუ გადადებთ მომავლისთვის იმას, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ. დროს ვერ დაიბრუნებთ, 30 წლის შემდეგ კი წლები უსწრაფესად გარბის.

8. გამოიძინეთ

Image result for woman sleep   gif
თუ ჯანმრთელად ყოფნა გსურთ, ერთი და იმავე დროს დაიძინეთ და გაიღვიძეთ.

9. ყურადღება მიაქციეთ კბილებს

Image result for woman smile    gif
კბილებთან დაკავშირებული პრობლემები ასაკის მატებასთან ერთად იმატებს. ნუ გადადებთ მკურნალობის დაწყებას. კბილებს ახალგაზრდობიდანვე უნდა გაფრთხილება.

10. დააგროვეთ მოგონებები და არა ნივთები

Image result for woman memories    gif
თქვენ - ცხოვრებისეული გამოცდილება უნდა დააგროვოთ. წარმოიდგინეთ, იღვიძებთ, 50 წლის ხართ და ხვდებით, რომ მატერიალურად ღირებული ნივთების გარდა ვერაფერი დააგროვეთ ამ ცხოვრებაში, მოსაგონარი არაფერი გაქვთ. გახსოვდეთ, მოგონებების გადაყრა შეუძლებელია, ისინი არ ხუნდება.

11. ისწავლეთ გაცემა

Image result for woman gifts     gif
სიკეთის კეთება უნდა ისწავლოთ. მთელი გულით, სულით, მაგრამ ნუ დაელოდებით სამაგიერო სიკეთეს. მხოლოდ ასე აივსება თქვენი გული სიყვარულით.

12. იყავით ცნობისმოყვარე.

Image result for woman interested      gif
ყოველდღე ჩაიდინეთ მცირე სიგიჟე. ისიც კი აკეთეთ, რისი კეთებაც გეშინიათ. ყოველდღიურად, მცირე ნაბიჯებით და მიხვდებით, რომ შეუძლებელი არაფერია გადაიღეთ ბევრი ფოტო. ისინი სიბერეში დღებს გაგიფერადებენ.

13. გადაეჩვიეთ მავნებელი საკვების ჭამას

Image result for woman chipsgif
გადაეჩვიეთ ფასტ-ფუდის ჭამას, ალკოჰოლის სმას. ”ჯანმრთელობას ვერ იყიდი” -  ალბათ გაგიგონიათ ეს ფრაზა, მაგრამ მის არსს მხოლოდ 50 წლის ასაკში მიხვდებით.

14. წელიწადში 10 წიგნი მაინც წაიკითხეთ

Image result for woman book gif
თქვენ ტვინს მუდმივად სჭირდება განვითარება. ნუ დახარჯავთ დროს კომპიუტერულ თამაშებსა და ტელევიზორის ყურებაზე. იკითხეთ კარგი წიგნები.

15. იმოგზაურეთ

Image result for woman travel  gif
მოგზაურობა ცვლის ადამიანს. მხოლოდ მოგზაურობას შეუძლია თავი ცოცხალ, ხალისიან, ინტერესიან ადამიანად გაგრძნობინოთ. იმოგზაურეთ, თუნდაც უახლოეს ქალაქში, ფეხით.

16. ისწავლეთ მედიტირება

Image result for women yoga gif
მედიტაციას შეუძლია სხვა ადამიანად გადაგაქციოთ. მეცნიერებმა უამრავი კვლევა ჩაატარეს ამ ფაქტის დასამტკიცებლად. მედიტაცია უკეთეს ადამიანად გაქცევთ.

17. იყავით ის ვინც ხართ, ნუ შეადარებთ საკუთარ თავს გარშემო მყოფებს

Image result for women mirror  gif
დაგვიჯერეთ, 50 წლის ასაკში თქვენთვის უკვე სულერთი იქნება, რას ფიქრობენ თქვენზე გარშემო მყოფები. ნურასდროს მიაქცევთ ყურადღებას სხვების აზრს, აკეთეთ ის, რაც რაც სწორად მიგაჩნიათ, იყავით მათზე ძლიერი.

18. აწარმოეთ დღიური

Image result for women write  gif
ჩაიწერეთ ყველა ის მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება. დაურთეთ ფოტო და 50 წლისა სიამოვნებით გადაათვალიერებთ მოგონებების კრებულს, რომელიც საოცარ განწყობაზე დაგაყენებთ.

19. გაუფრთხილდით მეგობრებს

Image result for women friends gif
ნუ დაკარგავთ იმ ადამიანებს, ვის გვერდითაც თავს დაცულად, მხიარულად, სასურველად გრძნობთ. იცინეთ, ჩაიდინეთ სულელური საქციელი, დატკბით ცხოვრებით, სანამ ახალგაზრდა ხართ.

20. შვილები, საყვარელი ადამიანი

Image result for mom gif
რა საქმესაც არ უნდა შეეჭიდოთ, გახსოვდეთ, რომ ოჯახი ადამიანის ცხოვრებაში უმთავრესია. რა ჯობია, 50 წლის ასაკში მარტო იყო, თუ გვერდით საყვარელი მეუღლე და შვილები გყავდეს. რაც უფრო მეტ შვილს გააჩენ, მით მეტ შვილიშვილს გაჩუქებენ ისინი და ყველაში თქვენს მიმიკას, ჩვევას, მზერას აღმოაჩენთ.



FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 2 /
ნონა ურიადმყოფელი
მარტო ვარ და როგორ მოვიქცე სჰვილები 49 წლის
08:37 / 04-05-2016
გამოხმაურება / 0 /
elene
ძალიან მაგარი რჩევებიია აქ მოცემული შეიძლება აქედან ბევრი ვიცოდი მაგრამ ის არ ვიცოდი თუ ამას ამხელა მნისჰვნელობა აქვს
16:36 / 01-02-2015
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30